შპს „სისტემ ნეტ“-ის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2023 11:46
მიღების თარიღი მარტი 30, 2023
შპს „სისტემ ნეტ“-ის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2023 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა შპს „სისტემ ნეტ“-მა (ს/კ 205267423) (კომისიაში რეგისტრაციის N შ-23-6/915, 20.03.2023), კომპანიის წილის 2,331%- ის კომპანიის ფიზიკური პირი პარტნიორების ლალი რუხაიასა (1,751%) და ავთანდილ იაშვილის (0,580%) მიერ შეძენაზე (შემდგომში „ტრანზაქცია“) წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სისტემ ნეტ“ 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
სხვა
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „სისტემ ნეტ“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას იურიდიული პირებისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით ქ. თბილისში და ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წელს შეადგინა 93,891 ლარი (დღგ-ს გარეშე) წლის ბოლოს 23 იურიდიული პირი აბონენტით, ხოლო შემოსავლებმა 2023 წლის პირველი ორი თვის მანძილზე შეადგინა 38,422 ლარი (დღგ-ს გარეშე) პერიოდის ბოლოსთვის 18 იურიდიული პირი აბონენტით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22128892, 13/10/2022 12:25:27) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სისტემ ნეტ“-ის პატნიორები და დირექტორი არიან (იხ. ცხრილი N1):
ცხრილი N1
|
პარტნიორი |
წილი |
|
ავთანდილ იაშვილი (პ/ნ 01002004622) |
29.349% |
|
ილია ინჯია (პ/ნ 01007000232) |
24.709% |
|
ფრიდონ ინჯია (პ/ნ 01007000616) |
15.318% |
|
ნაირა კვესელავა (პ/ნ 01013008190) |
7.781% |
|
ხათუნა ინჯია (პ/ნ 01007005738) |
5.714% |
|
თეიმურაზ ბერიშვილი (პ/ნ 01026001596) |
4.183% |
|
ლალი რუხაია (პ/ნ 01007002598) |
4.149% |
|
ლილი სუხიტაშვილი (პ/ნ 01017003643) |
2.091% |
|
გიორგი იაშვილი (პ/ნ 563578047) |
2.028% |
|
კოტე სამუშია (პ/ნ 01017003792) |
1.699% |
|
ჯამბულ გეგეჭკორი (პ/ნ 01017000485) |
1.171% |
|
ნოდარ გაბედავა (პ/ნ 62001023917) |
1.038% |
|
დავით დურგლიშვილი (პ/ნ 01001046602) |
0.648% |
|
ქეთევან ასიტაშვილი (პ/ნ 01035000176) |
0.064% |
|
ვლადიმერი ჩიკვილაძე (პ/ნ 01017007987) |
0.042% |
|
თამარ ჩხაიძე (პ/ნ 01017035001) |
0.016% |
|
სულ |
100.000% |
|
დირექტორი |
|
|
ილია ინჯია (პ/ნ 01007000232) |
|
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სისტემ ნეტ“, მისი პარტნიორები ავთანდილ იაშვილი, ილია ინჯია, ფრიდონ ინჯია, ნაირა კვესელავა, ლალი რუხაია, ლილი სუხიტაშვილი და კოტე სამუშია ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში, კერძოდ შპს „ახალ ქსელებში“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“-ში, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტ“-ში და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“-ში, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან (იხ. სქემა N1).
სქემა N1 - შპს „სისტემ ნეტ“-ის სადამფუძნებლო სტრუქტურა (მიმდინარე)

შპს „ახალი ქსელები“ (ს/კ 211326732) 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებებიდან 2022 წლის დასაწყისიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგინა 21,8 მილიონი ლარი (დღგ-ს გარეშე) (იხ. ცხრილი N2).
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ (ს/კ 204876081) 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. რუსთავში, ასევე გარდაბნის რაიონის ქ. გარდაბანში და ს. აღთაქლაში. შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებებიდან 2022 წლის დასაწყისიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგინა 5,6 მილიონი ლარი (დღგ-ს გარეშე) (იხ. ცხრილი N2).
შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ (ს/კ 204892330) 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სატელეკომუნიკაციო საბითუმო მომსახურებების მიწოდებას, ხოლო შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებებიდან 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგინა 6,5 მილიონი ლარი (დღგ-ს გარეშე) (იხ. ცხრილი N3)
ცხრილი N2 საცალო საკომუნიკაციო მომსახურება
|
კომპანია |
მომსახურება |
შემოსავალი |
წილი* (%) |
აბონენტები |
წილი* (%) |
|
შპს ახალი ქსელები |
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება |
3,923,267 |
16.65% |
67,091 |
30.65% |
|
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება |
13,185,520 |
5.16% |
46,962 |
8.00% |
|
|
მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება |
4,675,529 |
4.75% |
24,506 |
6.05% |
|
|
შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია |
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება |
373,849 |
76.62% |
6,722 |
80.48% |
|
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება |
3,441,096 |
29.37% |
15,884 |
36.52% |
|
|
მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება |
1,774,198 |
24.56% |
12,667 |
34.80% |
|
|
შპს სისტემ ნეტ |
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება |
132,313 |
0.06% |
18 |
0.00% |
|
სულ შემოსავალი |
27,505,772 |
|
|||
*მიღებული შემოსავლებისა და აბონენტების რაოდენობის მიხედვით წილი იმ დასახლებების მიხედვით სადაც წარმოდგენილი არიან აღნიშნული კომპანიები მომსახურებების მიხედვით.
ცხრილი N3 სხვა საკომუნიკაციო მომსახურება
|
კომპანია |
მომსახურება |
შემოსავალი |
|
შპს ახალი ქსელები |
სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება |
94,886 |
|
საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება |
557,049 |
|
|
შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი |
საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება |
6,484,794 |
|
შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია |
სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება |
370 |
|
საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება |
162,865 |
|
|
შპს სისტემ ნეტ |
სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება |
76,107 |
|
საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება |
4,419,462 |
|
|
სულ შემოსავალი |
11,795,533 |
|
შპს „სისტემ ნეტ“-ის 2023 წლის 20 მარტის განცხადების თანახმად კომპანიის წილის მფლობელ ფიზიკურ პირებს ჯამბულ გეგეჭკორს, ნოდარ გაბედავას, თამარ ჩხაიძეს, ქეთევან ასიტაშვილს და ვლადიმერ ჩიკვილაძეს სურთ გაასხვისონ მათი კუთვნილი წილი სრულად 2,331%-ის ოდენობით კომპანიის პარტნიორ ფიზიკურ პირებზე ლალი რუხაიასა და ავთანდილ იაშვილზე 1,751% და 0,580% შესაბამისად (იხ. სქემა N2).
სქემა N2 - ტრანზაქცია
აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიის პარტნიორის ლალი რუხაიას საკუთრებაში აღმოჩნდება კომპანიის წილის 5,900%, ხოლო ავთანდილ იაშვილის საკუთრებაში - 29,929%. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება.
სქემა N3 - შპს „სისტემ ნეტ“-ის სადამფუძნებლო სტრუქტურა ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სისტემ ნეტ“-ის წილის 2,331%-ის კომპანიის ფიზიკური პირი პარტნიორების ლალი რუხაიასა (1,751%) და ავთანდილ იაშვილის (0,580%) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სისტემ ნეტ“-ს, შპს „სისტემ ნეტ“-ის წილის 2,331%-ის კომპანიის ფიზიკური პირი პარტნიორების ლალი რუხაიასა (1.751%) და ავთანდილ იაშვილის (0,580%) მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სისტემ ნეტ“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სისტემ ნეტ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სისტემ ნეტ“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემ ნეტ“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემ ნეტ“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სისტემ ნეტ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
