წვდომის მენიუ

შპს ,,სქაიტელის“ წილის დახურული სააქციო საზოგადოება თიმ ინვესტის და ფიზიკური პირი ედუარდ ჯანუაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ.

ნომერი: გ-23-11 / 202

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2023 17:16

მიღების თარიღი აპრილი 27, 2023

პს ,,სქაიტელის“ წილის  დახურული სააქციო საზოგადოება თიმ ინვესტის და ფიზიკური პირი ედუარდ ჯანუაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) კომისიას 2023 წლის 7 აპრილს განცხადებით მიმართა შპს „სქაიტელმა“  (ს/კ 400013748) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1177, 07.04.2023) შპს ,,სქაიტელის“ პარტნიორის ლევან ხუნდაძის კუთვნილი კომპანიის წილის 30%-ის დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტის“ მიერ შეძენაზე და ამავე ფიზიკური პირის კუთვნილი კომპანიის წილის 5%-ის ფიზიკური პირი ედუარდ ჯანოაშვილის მიერ(პირადი: 01021013108) შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

2023 წლის 7 აპრილის 23-6/1177 განცხადებასთან ერთად განსახილველი დოკუმენტების სახით შპს „სქაიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია შპს ,,სქაიტელის“ შემოსავლები 2022-23 წლების მდგომარეობით, აბონენტების რაოდენობა, ფიზიკური პირი ლევან ხუნდაძის განზრახვის წერილი კომპანიის წილის 35%-ის გასხვისებასთან დაკავშირებით და ფიზიკური პირი ედუარდ ჯანოაშვილის განზრახვის წერილი კომპანიის წილის 5%-ის შეძენასთან დაკავშირებით.

შპს ,,სქაიტელის“ მიერ კომისიის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე 2023 წლის 18 აპრილს კომისიაში წარმოდგენილი წერილის (კომისიაში რეგისტრაციის შ-23-6/1247 18.04.2023) საფუძველზე კომპანიის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

. ინფორმაცია შპს ,,სქაიტელის“ სამომავლო გეგმების შესახებ;

. დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტის“ პარტნიორების კრების ოქმი, სადაც კომპანიის აქციონერების მიერ გაცხადებულია თანხმობა აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებაზე (ქართულ ენაზე ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

. კომპანია ,,თიმ ინვესტის“ და  მათი მფლობელების  (საბოლოო ბენეფიციარების ჩათვლით) შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სარეგისტრაციო/საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამონაწერები/ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული);

. ინფორმაცია კომპანია „თიმ ინვესტ“-ის საქმიანობის შესახებ;

. შპს  ,,სქაიტელის“  წილის  5%-ის  მყიდველი  ფიზიკური  პირი  ედუარდ ჯანოაშვილის (პირადი:   01021013108)   პირადობის   დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ავტორიზებული პირების ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების (აფილირების) გამოვლენა და შესწავლა. კერძოდ, არიან თუ არა პირები ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები); ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს თუ არა მეორე პირის საწარმოში; ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მეორე პირი; პირები არიან თუ არა ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს თუ არა მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ თუ არა მესამე პირს და ა.შ. რაც შეუძლებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

შესაბამისად, კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის/აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას  უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის  25-ე მუხლის ობიექტური მიზანი - ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის რეგულირება რამდენიმე პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით - ვერ იქნება მიღწეული.

შპს „სქაიტელი“ 2015 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის  რეგისტრაციის  ნომერი,  მომზადების  თარიღი:  B23058152, 25/04/2023 12:01:48) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:

პარტნიორი/დირექტორი

წილი კომპანიაში

ბესიკი მოსაშვილი (პირადი: 01011078628)

30%

ნინო თოთაძე (პირადი: 49001012246)

20%

ლევან ხუნდაძე (პირადი: 01030016587)

50%

დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი (პირადი: 01017007444)

 

შპს „სქაიტელი“, მისი პარტნიორები და  კომპანიის დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

შპს ,,სქაიტელის“ მიერ 2023 წლის 7 აპრილს კომისიაში წარმოდგენილი წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1177, 07.04.2023)) შესაბამისად, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს ,,სქაიტელის“ 30%-ის მფლობელი გახდება სომხეთში რეგისტრირებული კომპანია დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“ რომლის ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები ჰაიკ ესაიანი და ალექსანდრ ესაიანი, რომელთაც სატელეკომუნიკაციო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ჰაიკ და ალექსანდრ ესაიანები ფლობენ დახურულ სააქციო საზოგადოება „Telecom Armenia“-ს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1995 წლიდან ოპერირებს, თავდაპირველად კომპანია ოპერირებდა "Armentel"-ის სახელწოდებით, ხოლო დღეის მდგომარეობით კომპანია ოპერირებს „Team Telecom Armenia“-ს სახელწოდებით. კომპანია „Team Telecom Armenia“-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ინტერნეტის, ციფრული ტელევიზიის, მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფა სომხეთის რესპუბლიკის მასშტაბით. უშუალოდ, დახურული სააქციო საზოგადოება „თიმ ინვესტის“ საქმიანობის წარმოადგენს სხვა კომპანიებში (შვილობილ კომპანიებში) წილების შეძენა, საქმიანობაში მონაწილეობა, განვითარება. დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტის“ მფლობელობის სტრუქტურა წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე:

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემებისა  და  შპს „სქაიტელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად: დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“ ისევე, როგორც მისი პარტნიორები და ფიზიკური პირი ედუარდ ჯანოაშვილი საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ფიქსირებული უკაბელო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას (იხ. ცხრილი N1). აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2022 იანვრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით 25,137,752.09 ლარი (დღგ-ს გარეშე) შეადგინა, შპს ,,სქაიტელის“ საცალო ინტერნეტ მომსახურებით 2023 წლის მარტის მონაცემებით 58,563 აბონენტი სარგებლობს, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის მომხმარებელთა რაოდენობამ 675 შეადგინა.

გარდა   ამისა,   კომპანია   წარმოდგენილია   საქართველოს  61 რაიონის  დასახლებებში შემოსავლების მიხედვით 16%, ხოლო აბონენტების რაოდენობის მიხედვით 14%-იანი წილით.

შპს ,,სქაიტელი“ ასევე ახორციელებს საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი   არხების იჯარის მომსახურებას, აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის მდგომარეობით  912,333.2 ლარი შეადგინა. საბითუმო მომსახურებებიდან  მიღებული  შემოსავლები  მომსახურების  კატეგორიების მიხედვით 2022 წლის მდგომარეობით წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,,სქაიტელი“ კომისიის მიერ განსაზღვრულ არცერთ შესაბამის საბაზრო სეგმენტზე არ არის ნაცნობი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად.

თვალსაჩინოა შპს „სქაიტელის“ აბონენტების, შემოსავლებისა და საბაზრო წილის ზრდა ბოლო წლების განმავლობაში.

შპს  „სქაიტელი“  ბოლო  მომხმარებლებზე  (აბონენტებზე)  ფიქსირებული  ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შემოსავლებისა და აბონენტების საბაზრო წილის მიხედვით 2022 წლის მონაცემებით საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით მე-3 ადგილს იკავებს შპს „მაგთიკომისა“ (შემოსავლების მიხედვით - 46.67%, აბონენტების მიხედვით - 47.71%) და სს „სილქნეტის“ (შემოსავლების მიხედვით 33.63%, აბონენტების მიხედვით - 30.81%) შემდეგ, რომლებიც აღნიშნული ბაზრის სეგმენტზე 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების თანახმად ნაცნობი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად. მიუხედავად აღნიშნული (მესამე) პოზიციისა (შემოსავლების მიხედვით - 5.83%, აბონენტების მიხედვით - 5.54%), შპს „სქაიტელის“ საბაზრო წილი ბევრად დაბალია შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ საბაზრო წილებთან შედარებით.

ტრანზაქციის  განხორციელების  შემდგომ  ეტაპზე  პარტნიორთა  წილები  შემდეგი სახით გადანაწილდება:

პარტნიორი/დირექტორი

კომპანიის წილი

ბესიკი მოსაშვილი (პირადი: 01011078628)

30%

ნინო თოთაძე (პირადი: 49001012246)

20%

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“

30%

ედუარდ ჯანოაშვილი (პირადი:01021013108)

5%

ლევან ხუნდაძე (პირადი: 01030016587)

15%

დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი (პირადი: 01017007444)

შპს „სქაიტელის“ მიერ კომისიისთვის მომართვით გათვალისწინებული ტრანზაქცია არ გულისხმობს ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ორ ავტორიზებულ პირს შორის შერწყმას ან ერთი ავტორიზებული პირის მიერ მეორე ავტორიზებული პირის წილის შეძენას. ამასთან, ტრანზაქციის მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები არ არიან აფილირებულები ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე ავტორიზებულ პირებთან. შესაბამისად, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ისეთი გარემოების შექმნა, რომელმაც შესაძლოა შემზღუდველი გავლენა იქონიოს კონკურენტულ გარემოზე, არ არის მოსალოდნელი.

2023 წლის 18 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ წერილში შპს ,,სქაიტელი“ ,,თიმ ინვესტის“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „თიმ ინვესტი“ გეგმავს აქტიურად ჩაერთოს კომპანიის ბიზნეს გეგმებისა და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და როგორც სატელეკომუნიკაციო სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე კომპანიამ განავითაროს ბაზარი და დამატებითი შესაძლებლობა მისცეს კომპანიას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27- ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის აუცილებელი გარემოებები.

შესაბამისად,   დახურული   სააქციო   საზოგადოება ,,თიმ ინვესტის“ მიერ შპს „სქაიტელის“ წილის 30%-ის და კომპანიის წილის 5%-ის ფიზიკური პირი ედუარდ ჯანოაშვილის მიერ(პირადი: 01021013108)  შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად აღნიშნულ ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს  თანხმობა  შპს  „სქაიტელს“,  შპს  „სქაიტელის“  წილის  30%-ის  დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტის“ და კომპანიის წილის 5%-ის ფიზიკური პირი ედუარდ ჯანოაშვილის მიერ შეძენაზე;

2.   განემარტოს   შპს   „სქაიტელს“,   რომ   ამ   გადაწყვეტილების   შესაბამისად   წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში შპს ,,სქაიტელი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის  განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „სქაიტელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი, №64), შპს „სქაიტელისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები