შპს„ჰაილაინის“ წილის 100%-ის და შპს “დრაივლაინის“ წილის 100%-ის შპს „სიმნეტის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2023 17:32
მიღების თარიღი მაისი 11, 2023
შპს„ჰაილაინის“ წილის 100%-ის და შპს “დრაივლაინის“ წილის 100%-ის შპს „სიმნეტის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 28 აპრილს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციისNშ-23-6/1442 28.04.2023) მიმართეს შპს „სიმნეტმა“, შპს „ჰაილაინმა“ და შპს „დრაივლაინმა“ შპს „სიმნეტის“ (ს/კ44226081) მიერ შპს „ჰაილაინის” (ს/კ442260811) წილის 100%-ის და შპს „დრაივლაინის” (ს/კ442261605) წილის 100%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ტრანზაქციაში მონაწილე პირები შპს„სიმნეტი“, შპს„ჰაილაინი“ და შპს„დრაივლაინი” წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს„სიმნეტს“ 2012 წლის 4 მაისიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს„ჰაილაინს” 2013 წლის 19 სექტემბრიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
შპს„დრაივლაინს” 2015 წლის 19 თებერვლიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
შპს„სიმნეტის“ დირექტორი და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე (პ/ნ01010007185). დავით ცერცვაძე საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და არც სხვა ავტორიზებული პირის წარმომადგენელია. შპს„სიმნეტი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და როგორც აღინიშნა, კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე (პ/ნ01010007185). “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „სიმნეტი“ და მისი დირექტორი და დამფუძნებელი, ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე, არ არიან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან.
შპს„ჰაილაინის“ დირექტორი და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მამუკა წურწუმია (პ/ნ 48001001879). მამუკა წურწუმია საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და არც სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენელია. შპს „ჰაილაინი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროშისხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და კომპანიის სრული წილის, 100%-ის, მფლობელია ფიზიკური პირი მამუკა წურწუმია (პ/ნ48001001879). “ელექტრონული ომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ჰაილაინი“ და მისი დირექტორი და დამფუძნებელი, ფიზიკური პირი მამუკა წურწუმია, არ არიან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან.
შპს „დრაივლაინის“ დირექტორი და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი რომეო გაბისონია (პ/ნ 62004026863). ფიზიკური პირი რომეო გაბისონია საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და არც სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენელია. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „დრაივლაინი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და როგორც აღინიშნა, კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მამუკა წურწუმია (პ/ნ 62004026863). “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „დრაივლაინი“ და მისი დირექტორი და დამფუძნებელი, ფიზიკური პირი მამუკა წურწუმია, არ არიან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან.
განხილული ტრანზაქციის ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენის შესაფასებლად ქვევით მოყვანილია შპს„სიმნეტის“, შპს „ჰაილაინის”- ის და შპს „დრაივლაინის“ შესახებ ინფორმაცია საკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების შესახებ.
შპს„სიმნეტი“, შპს„ჰაილაინი”-ის და შპს „დრაივლაინი“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიისა და ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელის გამოყენებით. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „სიმნეტის“, შპს „ჰაილაინის“ და შპს „დრაივლაინის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წლის იანვრიდან და 2023 წლის მარტის ჩათვლით, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2023 წლის მარტის მდგომარეობით შეადგინა:
|
|
შპს "სიმნეტი" |
შპს "დრაივლაინი" |
შპს "ჰაილაინი" |
|
შემოსავლები ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე) |
659,671 |
162,619 |
422,854 |
|
აბონენტების რაოდენობა 2023 წლის მარტის მდგომარეობით |
1,904 |
485 |
1,168 |
|
შემოსავლების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
0.25% |
2.49% |
2.51% |
|
აბინენტების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
0.34% |
2.49% |
2.28% |
რეგიონების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის რაიონში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში 2023 წლის მარტის მდგომარეობით შემდეგია:
|
საქმიანობის გეოგრაფიული არეალი |
რაიონში არსებული აბონენტების რაოდენობა |
დრაივლაინის წილი |
სიმნეტის წილი |
ჰაილაინის წილი |
|
ადიგენის რაიონი |
2,782 |
|
13.3% |
|
|
ამბროლაურის რაიონი |
938 |
|
0.1% |
|
|
ასპინძის რაიონი |
1,973 |
|
28.1% |
|
|
ახალციხის რაიონი |
8,851 |
|
12.1% |
|
|
ბორჯომის რაიონი |
13,467 |
|
0.01% |
|
|
ზუგდიდის რაიონი |
25,403 |
|
0.01% |
0.1% |
|
თბილისი |
477,517 |
|
0.0002% |
|
|
მარტვილის რაიონი |
3,192 |
1% |
|
0.3% |
|
სენაკის რაიონი |
7,280 |
0.03% |
|
0.3% |
|
ჩხოროწყუს რაიონი |
2,973 |
10% |
|
33.4% |
|
წალენჯიხის რაიონი |
3,620 |
0.3% |
|
1.2% |
|
ხობის რაიონი |
4,313 |
4% |
|
3.7% |
აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ შპს „დრაივლაინი“ და შპს „ჰაილაინი“ ოპერირებენ ერთიდაიგივე რაიონში და ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, როგორც ურთიერდამოკიდებული (აფილირებული) კომპანიები ჩხოროწყუს რაიონში დაიკავებენ შედარებით დიდ, 43,4%-ზე მეტ ბაზრის წილს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რაიონში ოპერირებს კიდევ 6 ინტერნეტ პროვაიდერი.
|
ინტერნეტ პროვაიდერები ჩხოროწყუს რაიონში |
აბონენტების რაოდენობა 2023 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით |
|
best.net |
5 |
|
ბესტნეტ+ |
3 |
|
დრაივლაინი |
302 |
|
მაგთიკომი |
1,055 |
|
ორდუნეტ |
451 |
|
სილქნეტი |
91 |
|
სქაიტელი |
72 |
|
ჰაილაინი |
994 |
|
სულ |
2,973 |
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჰაილაინის“ წილის 100%-ის და შპს „დრაივლაინის“ წილის 100%-ის შპს „სიმნეტის” მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ არსებობს შპს „ჰაილაინის“ წილის 100%-ის და შპს „დრაივლაინის“ წილის 100%-ის შპს „სიმნეტის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს„სიმნეტს“ შპს„დრაივლაინის“ წილის 100%-ის და შპს„ჰაილაინის“ წილის 100%-ის შპს „სიმნეტის” მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს„სიმნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია არიან ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„სიმნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს„სიმნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
