შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს/კ 405401337) წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქზე“ (ს/კ 440889200) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 15:51
მიღების თარიღი ივნისი 01, 2023
შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს/კ 405401337) წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქზე“ (ს/კ 440889200) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2023 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა შპს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1676 15.05.2023), შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქზე“ გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2020 წლის 9 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ 100% წილის მფლობელია შპს „ტელეკომ 1“, რომელიც 2020 წლის 12 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალუ საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარე საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებ უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირ მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურები უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება
შპს „გრინ ნეთვორქი“ 2016 წლის 10 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „გაერთიანებული ტელეკომი“ დღეის მდგომარეობით ახორციელებს საბითუმო ინტერნეტით(საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტი) მომსახურებას ქ. ქუთაისში. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში კომპანიის შემოსავალმა აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინა 73 602 ლარი. აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში შემოსავლის მიხედვით კომპანიის წილი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების შესაბამის სეგმენტზე შეადგენს 23%- ს, მთლიანად საქართველოში კი 0.18%-ს.
შპს „ტელეკომ 1“ და შპს „გრინ ნეთვორქი“ ახორციელებენ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში.
2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში აღნიშნულ კომპანიებს უფიქსირდებათ შემდეგი მონაცემები:
|
|
შპს "ტელეკომ 1" |
შპს "გრინ ნეთვორქი" |
|
შემოსავალი ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე) |
146,285 |
103,405 |
|
აბონენტების რაოდენობა 2023 წლის მარტის მდგომარეობით |
72 |
245 |
|
შემოსავლების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
0.89% |
1.90% |
|
აბინენტების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
0.13% |
2.00% |
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „ტელეკომ 1“ (ს/კ 405374063), კომპანიის დირექტორია ავთანდილ ლომინაძე (პ/ნ 60001004945). შპს „ტელეკომ-1“-ის დირექტორი და წილის 100% მფლობელია ფიზიკური პირი ავთანდილ ლომინაძე (პ/ნ 60001004945), ხოლო შპს „გრინ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ლევან ომაძე (პ/ნ 43001008553).
შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადების თანახმად, შპს „ტელეკომ-1“-ს განზრახული აქვს მისი კუთვნილი შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქზე“ გადაცემა, რის შედეგადაც შპს “ტელეკომ 1“ და შპს „გრინ ნეთვორქი“ გახდებიან შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50-50 პროცენტის მფლობელი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ავთანდილ ლომინაძე ასევე ფლობს ავტორიზებული პირის, შპს „დატანეტის“ (ს/კ 419620315) 25% წილს და ავტორიზებული პირი შპს „42 პარალელის“ (ს/კ 400184484) 30%-ს. ასევე ავთანდილ ლომინაძე არის შპს „42 პარალელის“ დირექტორი.
შპს „დატანეტი“ 2017 წლის 9 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს „42 პარალელი“ 2017 წლის 9 მარტიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
შპს „დატანეტის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ინტერნეტ მომსახურება, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა 72 900 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ შეადგინა 264 აბონენტი. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „42 პარალელს“ შემოსავლებმა კომერციული რეკლამიდან ამავე პერიოდში შეადგინა 12 000 ლარი.
რეგიონების ჭრილში შპს „ტელეკომ 1-ის“, შპს „გრინ ნეთვორქის“ და შპს „დატენეტის“, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის დასახლებაში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში 2023 წლის მარტის მდგომარეობით შემდეგია:
|
საქმიანობის გეოგრაფიული არეალი |
აბონენტების რაოდენობა გეოგრაფიულ არეალში |
გრინ ნეთვორქი |
დატანეტი |
ტელეკომ 1 |
|
ბორჯომის რაიონი - ქ. ბორჯომი |
5,544 |
0.20% |
|
|
|
ტყიბულის რაიონი - ქ. ტყიბული |
2,344 |
|
11.26% |
|
|
ქარელის რაიონი - ქ. ქარელი |
2,825 |
4.46% |
|
|
|
ქუთაისი |
56,785 |
|
|
0.13% |
|
ხაშურის რაიონი - ქ. ხაშური |
9,278 |
1.61% |
|
|
როგორც აღნიშნული ცხრილიდან ჩანს მითითებული ავტორიზებული პირები ოპერირებენ განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში და ამდენად, განსახილველი ტრანზაქციის ფარგლებში მათ აფილირებას აღნიშნულ დასახლებებში კონკურენტულ გარემოზე გავლენა ვერ ექნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქისათვის“-ის გადაცემა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისია აღნიშნავს, რომ არ არსებობს შპს „ტელეკომ 1“-ის კუთვნილი შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქზე“ გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქზე“ გასხვისებაზე;
2. განემარტოს შპს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გაერთიანებული ტელეკომისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გაერთიანებული ტელეკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „გაერთიანებული ტელეკომისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
