შპს „ისტერას“ (ს/კ 400130942) წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლეჩი ლემოვიჩ ისაევის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 330

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2023 20:57

მიღების თარიღი ივლისი 13, 2023

შპს „ისტერას“ (ს/კ 400130942) წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლეჩი ლემოვიჩ ისაევის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 30, ივნისს განცხადებით  მიმართა შპს„ისტერამ“ (ს/კ 400130942)  (კომისიაში  რეგისტრაციის Nშ-23-6/2133 30.06.2023),  კომპანიის  წილის  25%-ის  ფიზიკური პირის ლეჩი ლემოვიჩ ისაევის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ისტერა“   წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.3  მონაცემთა გადაცემა

შპს „ისტერას“   განცხადების თანახმად, კომპანიის დირექტორს და წილის 100%-ის მფლობელს მარინა გეურქოვას განზრახული აქვს გაასხვისოს შპს„ისტერას“ კუთვნილი წილიდან 25%  ნიდერლანდების მოქალაქე ლეჩი ლემოვიჩ ისაევზე (პასპორტის ნომერი NND4FKBD2).

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  ამონაწერის  თანახმად, შპს„ისტერა“, მისი მფლობელი ფიზიკური პირი მანანა გეურქოვი და ნიდერლანდების მოქალაქე ლეჩი ლემოვიჩ ისაევი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ისტერა“ დღეის მდგომარეობით ახორციელებს იურიდიული პირებისათვის საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქ. თბილისში და ქ. ბათუმში.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ლეჩი ლემოვიჩ ისაევის მიერ ფიზიკური პირის მანანა გეურქოვის კუთვნილი შპს „ისტერას“ წილის 25%-ის შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ისტერას“ წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ლეჩი ლემოვიჩ ისაევის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს  თანხმობა შპს„ისტერას“, შპს „ისტერას“  წილის  25%-ის ფიზიკური  პირის  ლეჩი ლემოვიჩ ისაევის მიერ შეძენაზე;

2.განემარტოს შპს„ისტერას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ისტერა“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან  6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ  ვადაში    ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ისტერა“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს„ისტერასათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს„ისტერასათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64),შპს„ისტერასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურეციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები