შპს „სქაიტელის“ მიერ ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ საოპერაციო აქტივების შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 344

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2023 18:02

მიღების თარიღი ივლისი 20, 2023

შპს სქაიტელის“ მიერ ა(ა)იპ კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ საოპერაციო აქტივების  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 23 ივნისს განცხადებით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ (ს/კ 400013748) და ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდმა“ (ს/ნ:424613742) „სქაიტელის“ მიერ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ საოპერაციო აქტივების  შეძენაზე  წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

წერილში აღნიშნულია, რომ საოპერაციო აქტივის შეძენის მიზანია შპს „სქაიტელის“ (ს/ნ 400013748) მიერ მომსახურების მიწოდების/დაფარვის გეოგრაფიული არეალის და მომხმარებლების ზრდა. ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ (ს/ნ:424613742) საოპერაციო აქტივების შეძენის შემდგომ, შპს „სქაიტელი“ აპირებს შეინარჩუნოს „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ ინტერნეტ აბონენტები და განაგრძობს არსებულ ბიზნეს საქმიანობას: ფიქსირებული ფართოზოლოვანი საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მომხმარებლებისთვის.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „სქაიტელი“ 2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

 

დგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

Wi-fi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:

შპს „სქაიტელი“ , მისი მფლობელები და მისი წარმომადგენელი დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ა(ა)იპ„კავშირი თუშეთის განვითარების ფონდი“ 2017 წლის 17 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

Wi-fi

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ წევრები არიან:

 

„კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ წევრები და კავშირის თავმჯდომარე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ფიქსირებული უკაბელო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტის  მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2022 იანვრიდან 2023 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით 25,137,752.09 ლარი შეადგინა (დღგ-ს გარეშე), შპს ,,სქაიტელის“ საცალო ინტერნეტ მომსახურებით 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 58,563 აბონენტი სარგებლობს, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის მომხმარებელთა რაოდენობამ 675 შეადგინა.

შპს ,,სქაიტელი“ ასევე ახორციელებს საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი  არხების იჯარის მომსახურებას, აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის მდგომარეობით 912,333.2 ლარი შეადგინა. საბითუმო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლები მომსახურების კატეგორიების მიხედვით 2022 წლის მდგომარეობით წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,,სქაიტელი“ კომისიის მიერ განსაზღვრულ არცერთ შესაბამის საბაზრო სეგმენტზე არ არის ნაცნობი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად.

 ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდი“ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ფიქსირებული უკაბელო ტექნოლოგიის გამოყენებით. კავშირის აბონენტების რაოდენობამ და ჯამურმა შემოსავალმა 2022 იანვრიდან 2023 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით შეადგინა:

როგორც აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ საბაზრო წილი აბონენტების მიხედვით  ძალიან მცირეა, შესაბამისად ის არ გამოიწვევს „სქაიტელის“ საბაზრო პოზიციონირების საგულისხმო ცვლილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის საოპერაციო აქტივების სქაიტელის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არსებობს გადაცემაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდს“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივების  შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე;

2. ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდმა“ უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

3. განემარტოთ შპს „სქაიტელს“ და ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კავშირი თუშეთის განვითარების ფონდის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

4. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ა(ა)იპ „კავშირი თუშეთის განვითარების ფონდისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურეციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს  (ე. სიჭინავა).



 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები