შპს „ნიუ ტელეკომის“ (ს/კ 400302784) საოპერაციო აქტივების გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 372

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2023 12:27

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2023

შპს „ნიუ ტელეკომის“ (ს/კ 400302784) საოპერაციო აქტივების გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 25 ივლისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-23-6/2422) მიმართა შპს „ნიუ ტელეკომმა“ (ს/კ 400302784) მისი საოპერაციო აქტივების შპს „ნიუ ტელეკომისათვის“ (ს/კ 405618577) გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

წერილში აღნიშნულია,  რომ  შპს  ,,ნიუ  ტელეკომი“  (ს/კ 405618577) გეგმავს  საგარეჯოს, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში ოპტიკური კაბელებით ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას მომხმარებლებისთვის. ამასთან, შპს „ნიუ ტელეკომმა“ (ს/კ 400302784) განაცხადთან  ერთად   წარმოადგინა   ნოტარიულად   გაფორმებული   ოქმი, რომელიც ადასტურებს    კომპანიის  განზრახვას  განახორციელოს აბონენტების და საოპერაციო აქტივების გასხვისება შპს ,,ნიუ ტელეკომზე“ (ს/კ  405618577). გარდა ამისა, გამსხვისებელმა კომპანიამ    2023 წლის    27 ივლისის წერილით  კომისიაში  (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით:  შ-23-6/2455;  რეგისტრაციის  თარიღი:   27.07.2023) წარმოადგინა ტრანზაქციასთან დაკავშირებული შესაბამისი დაზუსტებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  შერწყმის  ან  წილის,  აქციების  ან  საოპერაციო  აქტივის  შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ  პირს,  რომელიც  მონაწილეობს  შერწყმაში,  ან რომლის წილის,  აქციების,  ან საოპერაციო  აქტივის  შეძენაც  ხდება.  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს  კანონის   27-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი  შეტყობინების  მიღებიდან    15 დღის  ვადაში გასცეს  თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს ,,ნიუ ტელეკომი“ (ს/კ 405618577) 2023 წლის 18 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ  პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი   დაშვების   (სადენიანი)   ქსელითა   და/ან   (სადენიანი)   ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი  (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი   (სააბონენტო)   დაშვების   ქსელის   ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება;

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს ,,ნიუ ტელეკომის“ (ს/კ 405618577) დამფუძნებელს წარმოადგენს არისი ბოჭოიძე (პ/ნ 9001003971), ხოლო კომპანიის დირექტორია ნინო სოსელია (პ/ნ 33001013430). ნინო სოსელია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, იგი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის, ხოლო შპს ,,ნიუ ტელეკომის“ (ს/კ 405618577) დამფუძნებელი არისი ბოჭოიძე ფლობს 26% წილს კომპანია შპს ,,ნეტკომში“ (ს/კ 423352712), რომელიც თავისი მხრივ, წარმოადგენს კომისიაში ავტორიზებულ პირს და ახორციელებს ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას. შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული შპს ,,ნიუ ტელეკომი“ (ს/კ 405618577) და შპს ,,ნეტკომი“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) კომპანიები არიან. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს ,,ნიუ ტელეკომს“ (ს/კ 405618577) შემოსავალი ამ ეტაპზე არ უფიქსირდება.

შპს „ნიუ ტელეკომი“ (ს/კ 400302784) 2021 წლის 25 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი  დაშვების  (სადენიანი)  ქსელითა  და/ან  (სადენიანი)  ქსელი ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი  (სააბონენტო)  დაშვების  ქსელის  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება;

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ნიუ ტელეკომის“ (ს/კ 400302784) წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორი    არის    არჩილ    კოპაძე,    (პ/ნ  47001013169),    რომელიც    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ნიუ ტელეკომი“ (ს/კ 400302784) ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ოპტიკურ- ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა, 2022 იანვრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 265 213 ლარი შეადგინა (დღგ-ს გარეშე), ხოლო კომპანიის საცალო ინტერნეტ მომსახურებით, 2023 წლის მაისის მონაცემებით, საგარეჯოს რაიონში 1 153 აბონენტი სარგებლობს.

საცალო       მომსახურების კატეგორია

შემოსავალი (ლარი დღგ-ს გარეშე)

საბაზრო წილი (შემოსავლების მიხედვით შესაბამის გეოგრაფიულ არეალში)

აბონენტების რაოდენობა

საბაზრო წილი (აბონენტების მიხ.

შესაბამის გეოგრაფიულ არეალში)

ფიქსირებული   ინტერნეტ მომსახურება

265,213

9.7%

1153

14%


ამასთან აღსანიშნავია, რომ ურთიერდამოკიდებული (აფილირებული) კომპანიები - შპს ,,ნიუ ტელეკომი“  (ს/კ  405618577)  და  შპს  ,,ნეტკომი“  ტრანზაქციის  განხორციელების შემდგომ ოპერირებას განაგრძობენ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში.

აბონენტების რაოდენობა საქმიანობის გეოგრაფიულ არეალში

ნეტკომ

ნიუ ტელეკომი

ადიგენის რაიონი

21

 

ასპინძის რაიონი

386

 

ახალქალაქის რაიონი

7,035

 

ნინოწმინდის რაიონი

738

 

საგარეჯოს რაიონი

 

1153


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივების შემძენ კომპანიას ტრანზაქციის განხორციელებამდე არ გააჩნდა შემოსავალი და შესაბამისად, საბაზრო წილი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, შპს „ნიუ ტელეკომის“ (ს/კ400302784) საოპერაციო აქტივების შპს ,,ნიუ ტელეკომის“ (ს/კ 405618577) მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და ფაქტობრივად არ შეცვლის მის კონიუნქტურას, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნას თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არსებობს აქტივების გადაცემაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ნიუ ტელეკომს“ (ს/კ 400302784) მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს ,,ნიუ ტელეკომზე“ (ს/კ 405618577) გასხვისებაზე;

2. შპს „ნიუ ტელეკომის“ (ს/კ 400302784) კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს ,,ნიუ ტელეკომისთვის“ (ს/კ 405618577) გასხვისების შემთხვევაში, შპს „ნიუ ტელეკომმა“ (ს/კ  400302784) უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

3.   განემარტოთ შპს „ნიუ ტელეკომს“ (ს/კ 400302784) და შპს ,,ნიუ ტელეკომს“ (ს/კ 405618577), რომ ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  შპს  „ნიუ  ტელეკომის“  (ს/კ 400302784) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს ,,ნიუ ტელეკომზე“ (ს/კ 405618577) გასხვისების შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

4. ამ   გადაწყვეტილებით   კომისიის   მიერ   გაცემული   თანხმობა   ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ნიუ ტელეკომი“ (ს/კ400302784) ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნიუ ტელეკომისათვის“ (ს/კ 400302784) გაგზავნა (ო.ვოტ);

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნიუ ტელეკომისთვის“ (ს/კ 400302784) ჩაბარების დღიდან;

7.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ნიუ ტელეკომისთვის“ (ს/კ 400302784) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები