შპს „ქლინ ნეტის“ (ს/კ 40020926I) წილის 100%-ის ფიზიკური პირის გიორგი გულისაშვილისათვის (პ/6 36001051588) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 472

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2023 14:46

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2023

შპს „ქლინ ნეტის“ (ს/კ 40020926I) წილის 100%-ის ფიზიკური პირის გიორგი გულისაშვილისათვის (პ/6 36001051588)  გასხვისებაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“)  2023 წლის  28 სექტემბერს ერთობლივი   განცხადებით   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-23-6/3087      28.09.2023 მიმართეს შპს „ქლინ ნეტის“ (ს/კ 40020926I) დირექტორმა გიორგი მელიქიძემ (პ/6 01019076318) და ფიზიკურმა პირმა გიორგი გულისაშვილმა ( პ/6 36001051588) კომპანიის ფიზიკური პირი გიორგი მელიქიძის კუთვნილი წილის 100%-ის ფიზიკური  პირი  გიორგი  გულისაშვილისათვის (პ/6 36001051588) უსასყიდლოდ  გადაცემაზე  წინასწარი  თანხმობის  მიღების  მოთხოვნით.  ასევე, განცხადებაში აღნიშნულია    დირექტორის  ცვლილების შესახებ, კერძოდ განზრახულია დირექტორად ფიზიკური პირი ნათია ჭიაბერიშვილის (პ/63600105159) დანიშვნა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან  15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით   მიიღოს   გადაწყვეტილება   შერწყმის ან შეძენის   გამოკვლევის   თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ქლინ ნეტი“ 2017 წლის 21 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ    პირს    და    მას    ავტორიზაცია    გავლილი    აქვს    ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქლინ ნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის გიორგი მელიქიძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქლინ ნეტი“, მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი მელიქიძე, ფიზიკური პირი გიორგი გულისაშვილი და ფიზიკური პირი ნათია ჭიაბერაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ქლინ ნეტი“ დღეის მდგომარეობით ახორციელებს ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს:

 

შპს "ქლინ ნეტ"

 

შემოსავალი 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით

(ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

 

 

60 991

 

შემოსავლის წილი % შესაბამის სეგმენტზე

 

0.6%


ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირი გიორგი გულისაშვილისათვის შპს „ქლინ ნეტის“ წილის 100%-ის გადაცემა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ქლინ ნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირი გიორგი გულისაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „ქლინ ნეტს“ ფიზიკურ პირ გიორგი გულისაშვილზე შპს „ქლინ ნეტის“ წილის 100%-ის  გასხვისებაზე;

2. განემარტოს შპს „ქლინ ნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ქლინ ნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით კომისიის  მიერ  გაცემული თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან  6  (ექვსი)  თვის განმავლობაში. აღნიშნულ  ვადაში  ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ქლინ ნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქლინ ნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს  „ქლინ ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურეციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები