შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 499

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2023 15:52

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2023

შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103)  პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“)  2023 წლის 19 ოქტომბერს  განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/3317  19.10.2023) მიმართა შპს  „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) დირექტორმა შოთა მიქაძემ ( პ/6 33001020680) კომპანიის ერთერთი დამფუძნებლის, ფიზიკური პირი ლაშა ტუღუშის მიერ  ფიზიკური პირი შოთა მიქაძის  49,5%-იანი წილიდან  0,5% შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს  კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ  პირს,  რომელიც  მონაწილეობს  შერწყმაში  ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე  ან  შეძენაზე  ან  ბაზრის  შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო  გავლენის  მოხდენის  დადგენის მიზნით  მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის   ან   შეძენის   გამოკვლევის   თაობაზე  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ეარნეტი“ 2010 წლის 28 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1     ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2     ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2       ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ეარნეტის“  წილის მფლობელები არიან:

 

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

წილი(%)

 

შოთა

მიქაძე

33001020680

49,5

 

ლაშა

ტუღუში

33001020491

50,5

ხოლო შოთა მიქაძე ასევე წარმოადგენს კომპანიის დირექტორს.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ეარნეტი“, მისი მფლობელები და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ეარნეტი“ ოპერირებს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ჩხოროწყუს რაიონებში. კომპანიის მიერ ავტორიზებადი საქმიანობიდან მიღებული  შემოსავალი, აბონენტების რაოდენობა და წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არის შემდეგი:

 

შპს "ეარნეტი"

შემოსავალი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

 

2 066 293.14

აბონენტების რაოდენობა 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით

4 918

აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

24%

აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

23,9%

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ლაშა ტუღუშის მიერ შპს „ეარნეტის“ წილის 49,5%-იდან 0,5% ის წილის შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ეარნეტის“ პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ეარნეტს“ (ს/კ 437058103)  პარტნიორთა წილის ცვლილებაზე, კერძოდ, ფიზიკური პირი ლაშა ტუღუშის მიერ ფიზიკური პირი შოთა მიქაძის წილის 49,5%-იდან 0,5%-ის შეძენაზე;

2.   განემარტოს   შპს   „ეარნეტს“,   რომ   ამ   გადაწყვეტილების   შესაბამისად,   წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ეარნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით კომისიის   მიერ  გაცემული თანხმობა  ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ეარნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ეარნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „ეარნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი,  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები