შპს „რეტნ ჯი“ -ს (ს/კ 404582340) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 509

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2023 16:19

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2023

შპს„რეტნ ჯი“ -ს (ს/კ 404582340)  წილის გასხვისებაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 20 ოქტომბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/3354 20.10.2023) მიმართა შპს„რეტნ ჯი“-ს (ს/კ404582340) დირექტორმა ოლენა ლუცენკომ კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი შპს„რეტნ კაპიტალი“-ს (6967S55, რეგისტრაციის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი) მიერ წილი სრულად შპს „RETN Networks“-ზე  (14786486, დიდი ბრიტანეთი) გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება  ავტორიზებულ  პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან    ბაზრის    შესაბამის  სეგმენტზე  არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის  დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის   გამოკვლევის   თაობაზე   ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „რეტნ ჯი“ 2019 წლის 12 დეკემბრიდან წარმოადგენს კომისიაში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ  პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.8 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.3  მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად,

შპს „რეტნ ჯი“-ს  წილის მფლობელი არის:

 

დასახელება

საგადასახადო კოდი

წილი(%)

 

შპს რეტნ კაპიტალი

6967S55

100

აღსანიშნავია, რომ შპს„რეტნ ჯი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შესაბამისად:

შპს„რეტნ კაპიტალის“ მფლობელები არიან შპს“Pinkas” (დიდი ბრიტანეთ)-76% და შპს “SMA-SEAL Tetris” (გერმანია) - 24%, თავის მხრივ შპს “Pinkas”-ს (დიდი ბრიტანეთი) დამფუძნებლები არიან: შპს “Laviks” (დიდი ბრიტანეთი) - 50,1% და შპს “Astern GmbH” (გერმანია) 49,9%, რომელთა მფლობელები არიან ფიზიკური პირები დიმიტრი სამარინი (დიდი ბრიტანეთი) 100% და ანნა ტინდი (გერმანია)_100% შესაბამისად.

ამასთან, შპს“SMA-SEAL Tetris” (გერმანია) მფლობელები არიან „Njord Partners SMA- SEAL”- 62.5% და „Njord Partners Luxco 1 S.R.R.L.“ - 37.5%, რომელთა სამრთლებრივი მოწყობის ტიპია შეზღუდული პარტნიორობა.

შპს„რეტნ ჯი“-ს წილის შემძენი კომპანიის შპს„RETN Networks“-ის (14786486, დიდი ბრიტანეთი) 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს„რეტნ კაპიტალი“ (6967S55, რეგისტრაციის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „რეტნ ჯი“, მისი პარტნიორი კომპანიები, კომპანიის წილის შემძენი და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „რეტნ ჯი“-ს ავტორიზებადი საქმიანობიდან   მიღებული   შემოსავალი, აბონენტების რაოდენობა და წილი(%) თბილისის გეოგრაფიულ არეალში არის შემდეგი:

 

    შპს "რეტნ ჯი"

შემოსავალი VPN ქსელებით მომსახურებიდან

    549,220.98

შემოსავალი ინტერნეტით მომსახურებიდან 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

       37,751.50

აბონენტების  რაოდენობა   2023 წლის  სექტემბრის მდგომარეობით

           3

VPN ქსელებით მომსახურებიდან შემოსავლის წილი მომსახურების შესაბამის სეგმენტზე

           5%

ინტერნეტ    მომსახურების    აბონენტებისაგან    მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

          0.03%

 აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

         0.001%

როგორც აღინიშნა, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს„რეტნ ჯი“-ს 100%-იანი წილის მფლობელი ხდება შპს„RETN Networks“, რომლის საქმიანობის სფერო არის კომუნიკაციები, ასევე, კომპანია არ არის აფილირებული სხვა ავტორიზებულ პირებთან საქართველოში. აქედან გამომდინარე, მის მიერ შპს„რეტნ ჯი“-ს წილის 100%-ის ფლობა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს„რეტნ ჯი“-ს პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს თანხმობა შპს„რეტნ ჯი“-ს (ს/კ 404582340) ამავე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შპს„რენტ კაპიტალის“ (6967S55,  რეგისტრაციის   ქვეყანა   დიდი ბრიტანეთი) მიერ წილის სრულად შპს „RETN Networks“-ზე (14786486, დიდი ბრიტანეთი) გასხვისებაზე;

2.განემარტოს  შპს„რეტნ  ჯი“-ს,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს„რეტნ ჯი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის  განუხორციელებლობის  შემთხვევაში,  შპს  „რეტნ  ჯი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„რეტნ ჯი“-სათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5.გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს„რეტნ ჯი“-სათვის ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები