შპს „სქაიტელის“ მიერ შპს „გურია-ნეტის“ საოპერაციო აქტივების შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 557

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2023 17:49

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2023

შპს  სქაიტელის“ მიერ შპს გურია-ნეტის“ საოპერაციო აქტივების  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 3 დეკემბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ.-23-6/3859) მიმართეს  შპს  „სქაიტელმა“  (ს/კ 400013748) და შპს  „გურია-ნეტმა“ (ს/ნ: : 433643667)„სქაიტელის“ მიერ „გურია-ნეტის“  საოპერაციო აქტივების  სრულად შეძენაზე   წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

განცხადებაში აღნიშნულია,  რომ საოპერაციო აქტივის შეძენის მიზანია  შპს„სქაიტელის“ (ს/ნ 400013748) მიერ მომსახურების მიწოდების/დაფარვის გეოგრაფიული არეალის და მომხმარებლების რაოდენობის ზრდა.   შპს „გურია-ნეტის“   საოპერაციო აქტივების სრულად შეძენის შემდგომ, შპს „სქაიტელი“ აპირებს შეინარჩუნოს “გურია- ნეტის“ ინტერნეტ აბონენტები და განაგრძობს არსებულ ბიზნეს საქმიანობას: ფიქსირებული ფართოზოლოვანი საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მომხმარებლებისთვის.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს„სქაიტელი“ 2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

A.F.1

ოპტიკურ-ბოჭკოვანი

ადგილობრივი

(სააბონენტო) 

დაშვების

ქსელის

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი

ადგილობრივი

(სააბონენტო) 

დაშვების

ქსელის

 

ტერმინალური

საშუალებების

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

 

უზრუნველყოფა

 

                             

ადგილობრივი

დაშვების

(უსადენო)

ქსელის

შესაბამისი

ელემენტებითა

საშუალებებით

უზრუნველყოფა

 

             

A.F.2                                                                                                                              

რადიოსიხშირული,

ადგილობრივი

(სააბონენტო)

დაშვების

ქსელის

შესაბამისი

 

ელემენტებისა

და

საშუალებების

ფუნქციური

რესურსებითა

 

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

                           

ძირითადი

საკომუტაციო

ქსელის

შესაბამისი

ელემენტებითა 

და საშუალებებით

უზრუნველყოფა

 

           

 

 

A.F.3

პაკეტური

საკომუტაციო

საშუალებების

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

 

 

მაგისტრალური

საკომუნიკაციო

ციფრული

სისტემის

სახაზო

(სადენიანი)

 

გატარების

საშუალებებითა

და/ან

მაგისტრალური

საკომუნიკაციო

ციფრული

(სადენიანი)

სისტემების

ტერმინალური

საშუალებებით

უზრუნველყოფა

 

                                     

A.F.4

ოპტიკურ-ბოჭკოვანი

მაგისტრალური

სახაზო

საშუალებების

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

                 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი

მაგისტრალური

საკომუნიკაციო

ციფრული

სისტემების

ტერმინალური

საშუალებებს

ფუნქციური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

 

უზრუნველყოფა

 

                       

A.F.7

ელექტრონული

საკომუნიკაციო

ქსელის

ელემენტების

გაფართოებული

რესურსებით

უზრუნველყოფა

 

             

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი

ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

დგილობრივი

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

საერთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

საქალაქთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

Wi-fi

ოპტიკური

ქსელით

ინტერნეტ

მომსახურება

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის   და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:

პარტნიორი/დირექტორი

კომპანიის წილი

ბესიკი მოსაშვილი (პირადი: 01011078628)

30%

ნინო თოთაძე (პირადი: 49001012246)

20%

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“

30%

ედუარდ ჯანოაშვილი (პირადი:01021013108)

5%

ლევან ხუნდაძე (პირადი: 01030016587)

15%

დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი (პირადი:

01017007444)

 

შპს„სქაიტელი“, მისი მფლობელები და მისი წარმომადგენელი-დირექტორი არჩილხოჯაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

შპს„გურია-ნეტი“ 2013 წლის ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს  და მას ავტორიზაცია  გავლილი აქვს  ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად „გურია-ნეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი არის:

 სახელი

 გვარი

პირადი ნომერი

 წილი(%)

ნინო

ლომსაძე

01017053296

100

„გურია-ნეტი“ და მისი დამფუძნებელი/დირექტორი ნინო ლომსაძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ფიქსირებული უკაბელო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით 39 005 090.69 ლარი შეადგინა (დღგ-ს გარეშე), შპს,,სქაიტელის“ საცალო ინტერნეტ მომსახურებით  2023  წლის ოქტომბრის მონაცემებით 61006 აბონენტი სარგებლობს, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტთა რაოდენობამ 1495 შეადგინა.

საცალო                  მომსახურების კატეგორია

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

საბაზრო წილი

აბონენტების რაოდენობა

საბაზრო წილი (აბონენტების მიხ.)

ფიქსირებული            ინტერნეტ მომსახურება

38 916 280.87

5.85%

61 006

5.64%

მაუწყებლობის ტრანზიტი

88,810

0.011%

1 495

0.14%

შპს,,სქაიტელი“ ასევე ახორციელებს  საბითუმო  მონაცემთა  გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი   არხების იჯარის მომსახურებას, აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის  მდგომარეობით            2 282485.17 ლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,,სქაიტელი“ კომისიის მიერ განსაზღვრულ არცერთ შესაბამის საბაზრო სეგმენტზე არ არის ნაცნობი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად.

შპს„გურია-ნეტი“ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონებში და აღნიშნულ მომსახურებიდან აბონენტების რაოდენობამ და ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა:

 მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ- ს გარეშე)

საბაზრო წილი შესაბამის

 აბონენტების რაოდენობა

საბაზრო წილი (აბონენტების მიხ.) შესაბამის

 

გეოგრაფიულ

გეოგრაფიულ

 

არეალში

არეალში

საცალო

 

649 681

 

7,8%

 

1,555

 

8.5%

ინტერნეტი

აღსანიშნავია, რომ შპს „სქაიტელის“ და შპს „გურია-ნეტის“  ოპერირების საერთო გეოგრაფიული  არეალი  არის  ლანჩხუთისა  და  ოზურგეთის  რაიონები,  სადაც ერთად უკავიათ 27,91% და 6,97% შესაბამისად. 

აბონენტის რაოდენობა 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით

 კომპანია

ლანჩხუთის რაიონი

 %

ოზურგეთის რაიონი

 %

Georgianairlink

 

0.00%

3

0.02%

ახალი ქსელები

 

0.00%

54

0.42%

გლობალ-ნეტ

 

0.00%

5

0.04%

გურია-ნეტი

1225

22.77%

330

2.57%

დუბლლაინი

2

0.04%

 

0.00%

ეარნეტი - (437058103)

40

0.74%

4788

37.35%

ენჯი სისტემსი

 

0.00%

1

0.01%

ექსპრეს ნეთვორქ

560

10.41%

419

3.27%

ვიჯიეს ლაინი

0

0.00%

0

0.00%

ვი-ჯი-ეს ნეთვორქ

471

8.75%

0

0.00%

ვიჯიესნეტ

0

0.00%

0

0.00%

ლუკნეტ (LukNet)

554

10.30%

 

0.00%

მაგთიკომი

2045

38.00%

6325

49.34%

სილქნეტი

205

3.81%

327

2.55%

სმარტნეტი - (400292606)

 

0.00%

4

0.03%

სქაიტელი

277

5.15%

564

4.40%

ტერანეტ

1

0.02%

 

0.00%

უბიკომი

1

0.02%

 

0.00%

სულ

5381

 

12820

 

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გურია-ნეტის“ საოპერაციო აქტივების „სქაიტელის“ მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არსებობს თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს  თანხმობა  შპს  „გურია-ნეტს“  მისი  კუთვნილი  საოპერაციო  აქტივების  შპს„სქაიტელის“ მიერ შეძენაზე;

2.შპს „გურია-ნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს„გურია-ნეტმა“ უნდა უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

3.განემარტოთ  შპს„სქაიტელს“  და  შპს„გურია-ნეტს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „გურია-ნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

4.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები   ვალდებული არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად;

5.დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ კომპანიებისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

6.გადაწყვეტილება   ძალაში   შედის ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის კომპანიებისათვის  ჩაბარების დღიდან;

7.გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს  (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები