წვდომის მენიუ

შპს „გურია-ნეტის“ (ს/ნ:433643667) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-23-12 / 285

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2023 17:37

მიღების თარიღი ივნისი 15, 2023

შპს „გურია-ნეტის“ (ს/ნ:433643667) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“)  2023 წლის 2 ივნისს მიმართა შპს  „გურია-ნეტმა“     (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-23-6/1888    02.06.2023), კომპანიის პარტნიორების წილის სრულად ფიზიკური პირი ნინო ლომსაძის (პ/ნ01017053296) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების  მოთხოვნით. ამასთან, კომისიამ Nგ-23-08/1287 წერილით კომპანიისაგან დამატებით  მოითხოვა  განცხადების  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან  15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით   მიიღოს   გადაწყვეტილება შერწყმის ან   შეძენის   გამოკვლევის   თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს  „გური-ნეტი“  2013 წლის 21 ნოემბრიდან  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა 

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2      ინტერნეტ მომსახურება 

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიას დადგენილი წესით უნდა წარედგინოს შეტყობინება ავტორიზებული პირის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული შეტყობინება წარმოადგენს კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „გურია-ნეტ“-ის წილი, რომელსაც ეხება კომისიაში წარმოდგენილი განაცხადი (Nშ-23-7/1888 02.06.2023), მიმდინარე ეტაპზე უკვე გასხვისებულია, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიადან 2023 წლის 7 ივნისის ამონაწერით. შესაბამისად, სახეზე არ არის კომისიის მიერ წილის გასხვისების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, შპს „გურია-ნეტის“ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

გარდა ამისა, წინამდებარე საქმეზე გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის თაობაზე კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  შპს „გურია-ნეტ“-ს  (ს/ნ:433643667)  წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1888 02.06.2023) დარჩეს განუხილველად.

2.   დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „გურია-ნეტ“-სათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გურია-ნეტ“- სათვის ჩაბარების დღიდან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „გურია-ნეტი“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები