შპს „ისტერას“ (ს/ნ:400130942) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

ნომერი: გ-23-12 / 307

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2023 16:14

მიღების თარიღი ივნისი 29, 2023

 შპს „ისტერას“ (ს/ნ:400130942) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2023 წლის 10 აპრილს მიმართა შპ „ისტერამ“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1185 10.04.2023), კომპანიის 25%-იანი წილის ფიზიკური პირი ლეჩი ლემოვის ისაევის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიამ Nგ-23-08/1258 (31/05/2023) და Nგ-23-08/821 (13/04/2023) წერილებით „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის შესაბამისად კომპანიისაგან მოითხოვა  დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს„ისტერა“ 2013 წლის 21 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.3 მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიას დადგენილი წესით უნდა წარედგინოს შეტყობინება ავტორიზებული პირის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული შეტყობინება წარმოადგენს კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“.

განსახილველ შემთხვევაში შპს„ისტერამ“ არ წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად. შესაბამისად, სახეზე არ არის კომისიის მიერ წილის გასხვისების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვის წინაპირობა და შპს „ისტერას“ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83- ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს„ისტერას“-ს (ს/ნ:400130942) წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის    თაობაზე წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1185 10.04.2023) დარჩეს განუხილველად.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ისტერა“-სთვის გაგზავნა (ო.ვოტ);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ისტერა“- სთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს„ისტერა“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები