შპს „სმარტნეტის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-23-12 / 492

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2023 13:48

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2023

შპს „სმარტნეტის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სმარტნეტმა“ (ს/ნ 402063020) (კომისიაში რეგისტრაციის №შ23-7/3238,  11.10.2023) ”მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  შესაბამისად  ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „სმარტნეტი“ ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ტელემარკეტი) მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:12 საათი;

ვ) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი; ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო); ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2023 წლის პირველი დეკემბერი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „რეალტორTV“.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს „სმარტნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „სმარტნეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს შპს „სმარტნეტის“ მიერ წარმოდგენილ:

ა) განცხადების მე-6 პუნქტში არ იყო მითითებული კონკრეტეული მულტიპლექსი ასევე არ იყო წარმოადგენილი  მულტიპლექსოპერატორთან  გაფორმებული  შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის  არსებობისა  და  შპს „სმარტნეტის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ;

ბ) განცხადების მე-7 პუნქტში დასაზუსტებელი იყო მაუწყებლობის დაწყების თარიღი განაცხადის მე-6 პუნქტში მითითებული ტექნოლოგიების შესაბამისად;

გ) განცხადების მე-8 პუნქტში დასაზუსტებელი იყო ხელმისაწვდომობა მე-6 პუნქტში მითითებული ტექნოლოგიების შესაბამისად;

დ) ასევე დასაზუსტებელი იყო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის თემატიკა „ტელემარკეტში“ იგულისხმებოდა ტელეშოპინგი თუ არა.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა; შემოსავლების ბლოკში არ იყო მითითებული ტელეშოპინგიდან მიღებული შემოსავლები; ასევე აღნიშნულ ბლოკში მითითებული იყო შემოსავლები რეკლამიდან, სპონსორობიდან და საეთერო დროის გაყიდვიდან, შესაბამისად დასაზუსტებელი იყო რა იგულისხმებოდა რეკლამაში, სპონსორობაში და საეთერო დროის გაყიდვაში. გასავლების ბლოკში არ იყო მითითებული მულტიპლექსის ხარჯი და მითითებული იყო საკაბელო ოპერატორის ქსელით მაუწყებლობის ხარჯი რაც განცხადებაში მაუწყებლობის ტექნოლოგიებში არ იყო მითითებული.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

გ) სამაუწყებლო კონცეფცია.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის  ვადა  (წერილი №გ-23-03/2239, 17.10.2023წ.).   შპს   „სმარტნეტს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2023 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. კომპანიას ინფორმაცია კომისიაში მითითებულ ვადაში არ წარმოუდგენია.

კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა: 

1. განუხილველად დარჩეს შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 402063020) 2023 წლის 11 ოქტომბრის №შ-23-7/3238 განცხადება, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ;

2. განემარტოს შპს „სმარტნეტს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტნეტისთის“ გაგზავნა;

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სმარტნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „სმარტნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები