გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „კავეა პლუსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-23-12 / 508

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2023 16:08

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2023

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „კავეა პლუსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კავეა პლუსმა“ (ს/ნ405388655) (კომისიაში რეგისტრაციის№შ23-7/3410,25.10.2023) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

შპს„კავეა პლუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.კომპანიის განცხადება;

3.შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 25 ოქტომბერს შპს „კავეა პლუსის “ მიერ წარმოდენილ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა)ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ)განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია;

გ)განსახორციელებელი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია;

დ)ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ , რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

ე)ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

ვ)ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

კომისიამ ”მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა  5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-23-03/2339, 27.10.2023წ.). შპს„კავეა პლუსს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გაწყვიტა:

1.განუხილველად დარჩეს შპს„კავეა პლუსის“ (ს/ნ 405388655) 2023 წლის 25 ოქტომბრის№შ-23-7/3410 განცხადება, გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ;

2.განემარტოს შპს „კავეა პლუსს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„კავეა პლუსისთვის“ გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge)გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „კავეა პლუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „კავეა პლუსისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები