წვდომის მენიუ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-13 / 267

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 18:56

მიღების თარიღი ივნისი 08, 2023

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/1699, 16.05.23) და მოითხოვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2022 წლის 9 ივნისის № გ-22-13/255 გადაწყვეტილების შესაბამისი სიხშირული რესურსის მინიჭება. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან  ან/და  ამ  ქსელებითა  და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას  საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის  2005 წლის  12 დეკემბრის  N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების  მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან  ან/და  ამ  ქსელებითა  და  საშუალებებით  მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ   რომელიც   საქმიანობისას   საჭიროებს   რადიოსიხშირეების  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის  საფასურს,  რომლის  ოდენობა  განისაზღვრება  ამავე  მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის  N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების    მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და დანიშნულებით 2022 წლის 9 ივნისის № გ-22-13/255 გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის   მიერ   გ  აანგარიშებულ იქნა   რადიოსიხშირული  რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით (2024 წლის 15 ივნისის ჩათვლით) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1,912.44 ლარი (2023 წლის 22 მაისის № 23-10- 925სამსახურებრივი ბარათი).

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 23 მაისს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გაეგზავნა წერილი № გ-23-03/1169, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1,912.44 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა

2023 წლის 5 ივნისამდე. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2023 წლის 2 ივნისს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1,912.44 ლარი.

კომისია  აღნიშნავს,   რომ  2023  წლის 8  ივნისის   სხდომაზე   კომისიამ  იმსჯელა სს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება ერთი წლის ვადით.

„ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის  მე-3 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  71 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“  რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება N F 2924 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2024 წლის 15 ივნისის ჩათვლით;

2.სს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

4.დაევალოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული  მოწყობილობების    რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში   იქნას   მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6.დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)გადაწყვეტილების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7.დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის იურიდიული  დეპარტამენტის  ავტორიზაციისა  და  ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) სს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“  ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

ნათია კუკულაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები