საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-13 / 365

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2023 14:48

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა  კომისიას  მიმართა  განცხადებით  (№0 394, 19.07.2023) და დაზუსტებით (№0 398, 24.07.2023), რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  471-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  274-ე მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-6  მუხლისა  და  მე-7 მუხლის მე-4  პუნქტის,  „სახელმწიფო საიდუმლოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული   ნორმატიული  აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“  III თავის მე-14 მუხლის  „ტ“ პუნქტის, V თავის 21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების  შემცველ  დოკუმენტაციასთან  დაშვების  მქონე  კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული    პარამეტრების  შესაბამისად  ქ. სენკის  და  ვაზიანის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები,  თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე   გადაწყვეტილების   დანართი   ცნობილ   იქნეს   ამ   გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4.  აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის  სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8.  გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები