საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-13 / 414

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2023 16:47

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2023

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს  სახელმწიფო  დაცვის  სპეციალურმა  სამსახურმა კომისიას  მიმართა განცხადებით (№ 1/22-404ს, 10.08.23), სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო მოწყობილობების  სიხშირული   რესურსით  უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის №გ-22-13/403 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების ახალი ვადით მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-6  მუხლის  და მე-7 მუხლის  მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ  დოკუმენტაციასთან  დაშვების  მქონე , კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო ქსელის სადგურების ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეები ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან   ერთვის)   მითითებული   ჩამონათვალის   მიხედვით  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, 2023 წლის 9 სექტემბრიდან, ერთი წლის ვადით;

2.წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

4.აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ  აბაშიძე        თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები