საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-13 / 415

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2023 16:16

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა  კომისიას მიმართა  განცხადებით  №0 384 17.07.2023, №0415 04.08.23 და №0393 19.07.23 (განხილულ იქნა განცხადებაში მოყვანილი პირველი პუნქტი) რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის  471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე  მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-6 მუხლისა და  მე-7 მუხლის მე-4  პუნქტის,  „სახელმწიფო  საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს  კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული   ნორმატიული  აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის№507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“  III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების  შემცველ  დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე  კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4.აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.გადაწყვეტილება   შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8.გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ  აბაშიძე            თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები