საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-13 / 487

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2023 14:42

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის    ძალების  გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით №0433  15.08.2023 რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   471 მუხლის  მე-3  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების   დამტკიცების    თაობაზე“   საქართველოს   მთავრობის 2015 წლის  24 სექტემბრის №507  დადგენილებით    დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და V თავის 21-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ   გადაწყვეტილების დანართში   (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, სხვადასხვა   სახეობის   საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.   წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი  ცნობილ  იქნეს  ამ  გადაწყვეტილების  განუყოფელ ნაწილად;

3.     წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4.  აღირიცხოს  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული  რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების  მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge);

9.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები