წვდომის მენიუ

შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-15 / 122

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2023 16:17

მიღების თარიღი მარტი 16, 2023

შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „ემ ეს ჯგუფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის№შ-23-7/840,13/03/2023 და №შ-23-7/841, 13/03/2023) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 200 ნომრიან  ბლოკზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით.

შპს „ემ ეს ჯგუფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.1. ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

B.M.2  მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების გაფართოებული    მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/ მულტიმედიური შეტყობინების ნომერზე შეადგენს  - 5 ლარს.

კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ემ ეს ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ემ ეს ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,   კერძოდ შპს   „ემ   ეს   ჯგუფის“   მიერ   კომისიაში  წარმოდგენილია განცხადებები, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის 1000 ლარის (5 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N747 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 92030-92129 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2023 წლის 16 მარტიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (სტანდარტული ტარიფით)   ნომრებით  არასატელეკომუნიკაციო   სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N748 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 92430-92529 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2023 წლის 16 მარტიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის  რესურსს გამოიყენებსტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (სტანდარტული ტარიფით) ნომრებით  არასატელეკომუნიკაციო   სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.  ეცნობოს შპს „ემ ეს ჯგუფს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

 

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები