წვდომის მენიუ

შპს „გლობალ სელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე

ნომერი: გ-23-15 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2023 14:52

მიღების თარიღი იანვარი 20, 2023

შპს „გლობალ სელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს  „გლობალ  სელმა“  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-23-7/49, 10.01.2023) კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ პორტირების მოთხოვნის დასაფიქსირებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ სელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.1  ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების  სატელეფონო  ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.M.1   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   სატელეფონო   (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2  მოძრავი საკომუნიკაციო  სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია გამოყოფს ნუმერაციის თავისუფალ რესურსს (მოკლე ტექსტური შეტყობინების ნომრებიდან 999XX) და ანიჭებს მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, მომხმარებლის მიერ პორტირების მოთხოვნის დასაფიქსირებლად. ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, მომხმარებლის მიერ პორტირების  მოთხოვნის დასაფიქსირებლად,  უფასოდ ენიჭებათ ტექსტური შეტყობინების  ერთი ნომრით სარგებლობის უფლება, პორტაბელურობის ვალდებულების გაუქმებამდე“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №3 დანართის მე-14 პუნქტის, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „გლობალ სელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შემდეგი პირობებით: ნუმერაციის რესურსი -9-9-9-0-0 (ცხრა-ცხრა-ცხრა-ნული-ნული), მომხმარებლის მიერ პორტირების  მოთხოვნის დასაფიქსირებლად შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2023 წლის 20 იანვრიდან;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „გლობალ სელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი №64) შპს „გლობალ სელისთვის“  ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები