შპს „მეტა 37“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-15 / 424

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2023 13:34

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2023

შპს „მეტა 37“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით   მიმართა   შპს „მეტა 37“-მა (კომისიაში   რეგისტრაციის   №შ-23-7/2797, 23.08.2023,) ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით  მომსახურების  ორგანიზებისათვის  და  ამ  ქსელების  აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს  „მეტა  37“ წარმოადგენს  ავტორიზებულ  პირს,  რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7  ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის ელემენტების  გაფართოებული   რესურსებით უზრუნველყოფა:

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1 ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების  სატელეფონო  ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); B.F.3 მოანცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.M.1 მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   სატელეფონო   (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან  სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2 მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მეტა 37“-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის 2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „მეტა 37“-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „მეტა 37“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის,  გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „მეტა 37“-ს (ს/კ 405622045) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №767 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 322017000-322017999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2023 წლის 31 აგვისტოდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. ეცნობოს შპს „მეტა 37“-ს, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „მეტა 37“-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მეტა 37“- ისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები