შპს „08 ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-15 / 520

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2023 12:20

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2023

შპს „08 ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა  შპს    „08 ჯგუფმა“  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-23-7/3707, 20.11.2023,) ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით  მომსახურების  ორგანიზებისათვის  და  ამ  ქსელების  აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „08 ჯგუფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: B.F.1. ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების  სატელეფონო  ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი  ადმინისტრაციული წარმოების    წესით;    ნუმერაციის    რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“  შესაბამისად  განსაზღვრული  ოდენობის  ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის საფასურს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული

,,ნუმერაციის რესურსის  გაცემის,  გამოყენებისა  და  ანგარიშსწორების  წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის   ა)   ქვეპუნქტისა   და   მე-8   მუხლის   ა)   ქვეპუნქტის  შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ, მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  ფარგლებში  შეისწავლა  შპს  „08 ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი  განცხადებისა  და  თანდართული  დოკუმენტაციის  შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს    „08 ჯგუფის“  მიერ  წარმოდგენილი  განცხადება  და  თანდართული  დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „08 ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის  - 100 ლარის  (0,10 ლარი  1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა  და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „08 ჯგუფს“ (ს/კ 205229947) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №769 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 322081000-322081999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2023 წლის 30 ნოემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. ეცნობოს შპს „08 ჯგუფს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „08 ჯგუფისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „08 ჯგუფისთვის“  გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები