შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-15 / 564

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2023 16:14

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023

შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით   მიმართა   შპს   „მაიფონმა“   (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-23-7/4158,19.12.2023) ქ.თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და  საშუალებებით  მომსახურების  ორგანიზებისათვის  და  ამ  ქსელების  აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს”მაიფონი” წარმოადგენს  ავტორიზებულ  პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის   ელემენტების გაფართოებული  რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული პაკეტური   საკომუნიკაციო ქსელების   საოპერაციო   პროგრამული  მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების  ურთიერთჩართვის    გარდამქმნელი  ტერმინალური აღჭურვილობის   (IP   TV,   IP ტელეფონია)   ფუნქციური   რესურსებითა   და   სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების  სატელეფონო  ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi;

სხვა.

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი)  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2 მოძრავი   საკომუნიკაციო  სისტემების უზრუნველყოფ:

აბონენტების

გაფართოებული

მომსახურებით

 

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს-0,10 ლარს-1 სააბონენტო ნომერზე; კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მაიფონის“

მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს„მაიფონის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „მაიფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის,  გამოყენებისა  და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს შპს „მაიფონს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №774 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 326000000-326000999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ)გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2023 წლის 21 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.ეცნობოს შპს „მაიფონს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

4.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)გადაწყვეტილების შპს „მაიფონისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს„მაიფონისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები