საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2023 16:12
მიღების თარიღი მარტი 09, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 09 მარტის №15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 09 მარტის №15 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N191 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2014 წლის 11 აპრილის № 195/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
ბ) შპს „გეოფიზიკა ინტერნაციონალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 09 მარტის №15 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 15 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2023 წლის 09 მარტი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
- შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- კომპანია Swedish Ski Association-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- რადიომოყვარულალექსანდრე მელაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „სტუდია მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N191 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2014 წლის 11 აპრილის № 195/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „გეოფიზიკა ინტერნაციონალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპრტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „Voxbone SA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თამარ ხუხუნაიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
