წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 155

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2023 16:22

მიღების თარიღი მარტი 30, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 30 მარტის №18 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 30 მარტის №18 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ქართული რადიოს“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B141 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 30 მარტის №18 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 18 ხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2023 წლის 30 მარტი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);
  2. შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  3. საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  4. შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  5. შპს „მედგრუპ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  6. შპს „ეკოტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  7. შპს „დაირექტ დებიტ  ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  8. რადიომოყვარულ ზეინალ კულიევისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  9. შპს „ქართული რადიოს“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B141 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  10. შპს „სისტემ ნეტ"-ის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
  11. შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
  12. „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
  13.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და  პოზიციების ნუსხის  დამტკიცების თაობაზე“ კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 20 იანვრის  გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მარიამ სუხაშვილი - ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახური).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები