საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2023 12:20
მიღების თარიღი აპრილი 20, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №23 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „თი.დი.ჯი კონსალტინგისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №23 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2023 წლის 20 აპრილი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);
2. ინდ. მეწარმე ელგუჯა თავდიშვილისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
3. შპს „RMG Copper“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4. შპს „RMG Gold“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
6. რადიომოყვარულ მერაბ ქურციკიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
7. რადიომოყვარულ დავით ფუტკარაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
8. რადიომოყვარულ პავლე ეფიმენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
9. შპს საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ (ს/კ400301106) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
10. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის NB64 და NB65 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
11. შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის NB81 და NB82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
12. შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ კერძო რადიომაუწყებლობის NB18 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
13. შპს „ოპტიკას“ ავტორიზაციის განახლების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
14. შპს „თი.დი.ჯი კონსალტინგისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
15. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
16. შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
17. შპს ,,რადიო პალიტრას“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
18. შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
