საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2023 20:09
მიღების თარიღი მაისი 04, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 04 მაისის №25 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 04 მაისის №25 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
ბ) შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი).
2. დაკმაყოფილდეს მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შუამდგომლობა და კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 04 მაისის №25 სხდომის დღის წესრიგის მე-11საკითხის (შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ) განხილვა, დამატებითი შესწავლის მიზნით, გადაიდოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე;
3. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 04 მაისის №25 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №25 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2023 წლის 04 მაისი, 15:00 საათი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2.შპს სან პეტროლიუმ ჯორჯიასთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
3.ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4.რადიომოყვარულ მიხეილ კულკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5.რადიომოყვარულ ვლადიმერ დოთიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
6.რადიომოყვარულ გიორგი ბასილაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
7.რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
8.შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
9.შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
10.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.თინათინ ჭაჭუკაშვილი-მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
11.შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.ლევან მაისურაძე-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
