წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 218

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2023 14:34

მიღების თარიღი მაისი 11, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 11 მაისის №27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 11 მაისის №27 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №27 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2023 წლის 11 მაისი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.რადიომოყვარულ  ანტონ  კამიშევისთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.შპს„ჰაილაინის“ წილის 100% და შპს„დრაივლაინის“ წილის 100%-ის შპს                „სიმნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

5.შპს„მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ        საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. გიორგი წიკლაური - მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

6.სს,,მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები