წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 239

გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2023 20:37

მიღების თარიღი მაისი 25, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 25 მაისის №30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 25 მაისის N05 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 25 მაისის №30 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა)შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ)შპს „მეტა 37“-ისთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი).

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 25 მაისის №30 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე              თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგი

 ქ. თბილისი                                                      2023 წლის 25 მაისი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.შპს Roadphone-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი -იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.შპს „გაერთიანებული ენერგეტიკის ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.შპს „სანშაინ ჰოსფითალითი ენდ მენეჯმენთისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.შპს „ტვ.პლიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი -იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.შპს „მეტა 37“-ისთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი -იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.შპს „კონექტის“ ( ს/ნ:205275833)) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

10.შპს „ბი ემ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი (მომხს. თამარ გოშუა -იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2003  წლის     27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ზაზა გონჯილაშვილი - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

12.სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის  ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ (მომხს. ნათია დევდარიანი -ადმინისტრაცია-საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები