წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 246

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2023 12:18

მიღების თარიღი ივნისი 01, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის პირველი ივნისის №32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     კომუნიკაციების  კომისიის  2023  წლის  პირველი  ივნისის  №32  სხდომის  დღის  წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „მეტა 37“-ისთვის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი).

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის პირველი ივნისის №32 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №32 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი    2023 წლის 01 ივნისი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს სანშაინისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს ჯეიფი ჰაბისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. რადიომოყვარულ ზურაბ შერმადინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. რადიომოყვარულ მიხეილ ჯანვერდაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. რადიომოყვარულ გოგიტა მენაბდიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.    შპს   „მეტა   37“-ისთვის   მიერ   ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი   დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.    შპს „სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.    შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს/კ 405401337) წილის 50%-ის შპს „გრინ ნეთვორქ“-ზე (ს/კ 440889200) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

10.  საქართველოს   კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის   2022    წლის   10    ნოემბრის   N22-11/492 გადაწყვეტილებაში   ცვლილების  შეტანის  შესახებ (მომხს.    გიორგი    ქავთარაძე  - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები