საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 292

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2023 20:31

მიღების თარიღი ივნისი 22, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ   (შემდგომში   “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 22 ივნისის №36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 22 ივნისის №36 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა)„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   ლიცენზიების  მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების    მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ)შპს „ბინვის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა  და  ლიცენზირების ჯგუფი);

დ)შპს„ვოქს   სოლუშენის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი  დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 22 ივნისის №36 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №36 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2023 წლის 22 ივნისი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.შპს არგო ანურიასთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი -იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.შპს გალერია ჰოტელ მენეჯმენტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი -იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგისთვის“ არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.რადიომოყვარულ   ევგენი   მეზინისთვის   რადიოელექტრონული   საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.შპს„ფიგენსოფთ  ჯორჯია FIGENSOFT  GEORGIALtd-  ისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.შპს „ვოისელის“ (ს/კ 406353235) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.შპს „ახალი რადიოს“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10.„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით   საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

12.შპს „ბინვის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

13.შპს „ვოქს სოლუშენის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

14.„შპს ,,ეარლაინის” წილის 100%-ის შპს ,,სიმნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“ (მომხს. გიორგი ქავთარაძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები