საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 327

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2023 16:55

მიღების თარიღი ივლისი 13, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში“კომუნიკაციების კომისია”) განიხილა  კომისიის 2023 წლის 13 ივლისის №40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 13 ივლისის N09 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის  2023 წლის 13 ივლისის   №40 სხდომის დღის   წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა)„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის№1დადგენილებაში ცვლილების  შეტანის შესახებ  (მომხს. ი.ბუთბაია-იურიდიული დეპარტამენტი);

ბ)ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ)შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი  ვადის  განსაზღვრის  თაობაზე  (მომხს.  მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

დ)შპს „იულაინის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 13 ივლისის №40 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე              წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №40 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2023 წლის 13 ივლისი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);

2.საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირულისპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.რადიომოყვარულ ჯიოვანნი კალაბროსთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.რადიომოყვარულ მარკუს ჰელერის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.შპს„ფორმულას“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.ა(ა)იპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.შპს„ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10.შპს„იულაინის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11.შპს„მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მარიამ ლუკაშვილი-ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი);

12.შპს„ისტერას“ (ს/კ400130942) წილის 25%-ის ფიზიკური პირის ლეჩი ლემოვიჩ ისაევის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია-ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი);

13.შპს  „რედ-კო მენეჯმენტ  გრუპის“ (ს/კ405198986) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი.ბუთბაია-იურიდიული დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები