წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 38

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2023 22:54

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 02 თებერვლის №05 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ამოღებულ იქნეს კომუნიკაციების  კომისიის 2023 წლის 02 თებერვლის №05 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-5 საკითხი (რადიომოყვარულ რევაზ აშაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ)  დამატებითი შესწავლის მიზნით;

2. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 02 თებერვლის №05 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „ბიპ ჰაბისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „ვიჯიესნეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე    (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) კომპანია FRENCH SKI AND SNOWBOARD FEDERACION-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების    შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

დ) კომპანია Federazione italiana Sport invernali-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 02 თებერვლის №05 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 05 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                               2023 წლის 02 თებერვალი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე-ადმინისტრაცია);

2.  შპს „ორიონი-კოდი   365“-სთვის   არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „ჯიფაუერისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ვერენჩუკისთვის რადიოელექტრონული   საშუალებებისა   და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.  საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაციის განცხადებების და შესაბამისობის დეკლარაციის ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში   ცვლილების შეტანის შესახებ   (მომხს.   მაია   ქადეიშვილი   -   იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.  შპს „ბიპ ჰაბისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.  შპს „ვიჯიესნეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10. კომპანია FRENCH SKI AND SNOWBOARD FEDERACION - სთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების    შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11. კომპანია Federazione italiana Sport invernali-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

12. შპს „რეტნ ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

13. შპს  „არტ  რადიოსთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თამარ გოშუა- იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

15. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თეა კაველიძე- იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

16. შპს „არტარეა TV2.O“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თეა კაველიძე-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები