საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 409

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2023 16:54

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში  “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 24 აგვისტოს №50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის  2023 წლის 24 აგვისტოს №50 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა)საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის  რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

ბ)საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  რადიოსიხშირეების  მინიჭების შესახებ  (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

გ)შპს„იო ნეთვირქსის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული   დეპარტამენტი,   ავტორიზაციისა   და ლიცენზირების ჯგუფი);

დ)შპს ბათუმი  ჰოტელ დეველოპმენტისთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის  2023 წლის  24 აგვისტოს №50 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №50 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                2023 წლის 24 აგვისტო, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე-სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

3.საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

4.შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.შპს„ალიანსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ   (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.შპს გრიდ ქონსთრაქშენისთვის არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.შპს „ბლიც პულსისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.შპს „იმპულსის“ (ს/კ 400024978) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.შპს  „გლობალნეტის“  (ს/კ  400274038)  ავტორიზაციის  შეჩერების  საკითხის განხილვის  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10.შპს „ქიზიყი ჯგუფის“ (ს/კ 400241626) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11.შპს„იო ნეთვირქსის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

12.შპს ბათუმი ჰოტელ დეველოპმენტისთვის არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

13.შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14.შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

15.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები