საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 431

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2023 13:08

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2023 წლის  07 სექტემბრის №5 3 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 07 სექტემბრის №53 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს   1 (ერთი)  საკითხი:  ინდ.მეწ.  ვუსალ  გარაბაგლის  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 07 სექტემბრის №53 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №53 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  2023 წლის 07 სექტემბერი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.  ინდ.მეწ. ვუსალ გარაბაგლის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.  „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები