საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 444

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2023 20:09

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №54 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა)შპს „მეტა 37”-ისთვის ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი); ბ) სს „სილქნეტისთვის“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №54 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №54 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                           2023 წლის 14 სექტემბერი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

3.შპს„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.შპს„მეტა 37”-ისთვის საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.შპს„მეტა 37”-ისთვის ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.სს„სილქნეტისთვის“    ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

9.შპს„ჯენკოლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

10.შპს„პოვერნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11.შპს,,სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები