საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 453

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2023 14:43

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 05 ოქტომბრის №5 8 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 05 ოქტომბრის №58 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე               თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე              წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                              2023 წლის 05 ოქტომბერი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.შპს „მეტა 37”-ისთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის-დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.შპს,,ჯინო პარკისთვის" არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.შპს„მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.რადიომოყვარულ ვახტანგ ნასიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა   და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.შპს„ქლინ ნეტის“ (ს/კ40020926I) წილის 100%-ის ფიზიკური პირის გიორგი გულისაშვილზე გასხვისებაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.თამარ მარღანია-ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი);

7.შპს„სისტემა +“-ის (ს/კ 202455146) წილის 100%-ის ფიზიკური პირის ნიკა ბერუაშვილზე (პ/6 01011078174) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.თამარ მარღანია-ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი);

8.შპს„პიკ-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.მედეა აკოლაშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

9.შპს„ტენეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.მედეა აკოლაშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

10.შპს„გეო ვლანისთვის“ (ს/კ 426518878) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.თეა კაველიძე-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11.შპს„რეგიონ ონლაინ-Region online“-სთვის (ს/კ 412693376) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.თეა კაველიძე- იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12.შპს„ჯრკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

13.შპს„სხივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14.შპს „ქლაუდ ცხრას“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.ლევან მაისურაძე-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები