საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 464

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2023 17:43

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2023 წლის  06 ოქტომბრის №5 9 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 06 ოქტომბრის №59 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №59 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2023 წლის 06ოქტომბერი, 17:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები