საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 486

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2023 14:53

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 19 ოქტომბრის №62 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 19 ოქტომბრის №62 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე                      თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე                     წევრი

ივანე მახარაძე                        წევრი

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №62 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                               2023 წლის 19 ოქტომბერი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.შპს„ონეტ+“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.შპს„ორდუნეტის“-ის “ (ს/კ419984869) წილის 26%-ის ფიზიკური პირის, ვახტანგ გამსახურდიას მიერ შეძენაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია-კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები