საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 495

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2023 15:22

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2023 წლის  26 ოქტომბრის № 64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის N12 ზეპირი მოსმენის  სხდომის  საოქმო  გადაწყვეტილებების  შესაბამისად,  კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის  2023 წლის  26 ოქტომბრის № 64 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:

ა) შპს   „სმარტნეტის“   მაუწყებლობის   სფეროში   ავტორიზაციის განცხადების   განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს  „საქაერონავიგაციისთვის“  დამხმარე  ტექნოლოგიური  დანიშნულებით  გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) შპს „აიტი ალიანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული   დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

დ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი  - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  შესახებ  (მომხს.  თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული  დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის №63 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №64 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი     2023 წლის 26 ოქტომბერი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს   „ჰორიზონს ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. ინდ. მეწარმე „ნანა სარქისიანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს  „სმარტნეტის“  მაუწყებლობის  სფეროში ავტორიზაციის  განცხადების  განუხილველად დატოვების შესახებ  (მომხს.  მაია  ქადეიშვილი  -  იურიდიული  დეპარტამენტი,  ავტორიზაციისა  და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს „საქაერონავიგაციისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.    შპს „აიტი ალიანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.    შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103)  პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

9.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

10.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები