საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 498

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2023 15:06

მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა   კომისიამ (შემდგომში  “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2023 წლის  25 ოქტომბრის № 63 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 25 ოქტომბრის №63 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №63  სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                              2023 წლის 25 ოქტომბერი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები