საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 502

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2023 15:21

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ   (შემდგომში  “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა  კომისიის   2023 წლის   09 ნოემბრის  № 66 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 09 ნოემბრის №66 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა)შპს„აიტი ალიანსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ)შპს„იუნისელ მობაილისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის  მიზნით დამატებითი ვადის    განსაზღვრის    თაობაზე    (მომხს. მაია  ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ)გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს„კავეა პლუსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად  დატოვების  შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის  2023 წლის  09 ნოემბრის № 66 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №66 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                  2023 წლის 09 ნოემბერი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.შპს„ტელეკომ ნეთვორქსის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.შპს„აიდიეს ბორჯომი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.შპს„ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ-საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.შპს„აიტი ალიანსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.შპს„იუნისელ მობაილისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.გამოძახებით  აუდიოვიზუალურ  მედიამომსახურებაზე  შპს „კავეა პლუსის“  ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.სს„გლობალ ერთის“ (ს/კ201949918) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია-კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

10.ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი    საბაზრო  ძალაუფლების  მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გიორგი ქავთარაძე- კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

11.შპს„ტელეიმედის“ მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის მე-2 პუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12.შპს„კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მარიამ ლუკაშვილი-კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები