საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2023 15:59
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 07 დეკემბრის № 69 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 07 დეკემბრის №69 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა)შპს„სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
ბ)შპს„ქართულ-ესტონური ტექნოლოგიების“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
გ)შპს „იუნისელ მობაილის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
დ)შპს სქაილაინ ქონსთრაქშენისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
ე)საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 07 დეკემბრის № 69 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №69 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2023 წლის 07 დეკემბერი, 15:00 საათი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2.საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
3.საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.რომან ქურდაძე-სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
4.შპს,,სერვისბოქსისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5.შპს„სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
6.შპს„ქართულ-ესტონური ტექნოლოგიების“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
7.შპს„იუნისელ მობაილის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
8.შპს სქაილაინ ქონსთრაქშენისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
9.საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
10.შპს„სეზონი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.ეკა ჭახრაკია-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
