საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 561

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2023 15:03

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის №72 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის №72 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა)სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ)შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ)შპს „ახალი მედია ჯგუფისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე    (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

დ)რადიომოყვარულ ვართკეს მომდჯიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის №72 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №72 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                              2023 წლის 21 დეკემბერი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.სს„სილქნეტისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.სს„სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.შპს„მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს„ახალი მედია ჯგუფისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.რადიომოყვარულ ვართკეს მომდჯიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.შპს„ა+ბ“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

9.შპს„PC&I Networks”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

10.შპს„ტნეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11.შპს„კავკასუს ონლაინის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12.შპს„კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და კომისიის 2023 წლის 24 Nგ-23-18/428 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

13.შპს„რკინიგზის ტელეკომის“ მიერ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და კომისიის 2023 წლის 24 Nგ-23-18/427 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი-მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები