წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 91

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2023 17:53

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 23 თებერვლის №12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 23 თებერვლის №12 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 12 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი     2023 წლის 23 თებერვალი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    სს  „კორპორაცია  ფოთის  საზღვაო  ნავსადგურისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.    სს  „კორპორაცია  ფოთის  საზღვაო  ნავსადგურისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.   შპს „ლილო-მოლისთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.    კომპანია SKI ASSOCIACION OF JAPAN-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.    შპს „გლობალ ნეტისთვის“ (ს/კ 405075289) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

7.    შპს   „Voxbone   SA“-სთვის   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   საკითხის განხილვის შესახებ (თამარ ხუხუნაიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები