შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2023 14:15
მიღების თარიღი ივლისი 27, 2023
შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის(N23-10-1218,06.07.2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა. მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიიჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და მოითხოვა რეაგირება.
შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ და საჯარო რეესტრში მითითებულ მისამართებზე. შეტყობინება, ასევე, განთავსდა საჯაროდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2023 წლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენელი ვ.მეძმარიაშვილი და განაცხადა, რომ წარმოდგენილი აქვს აუდიტის დასკვნა. კომისიამ შპს შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს მისცა დამატებით ერთ კვირიანი ვადა თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშის წარმოსადგენად და საკითხის განხილვა გადაიდო კომისიის 2023 წლის 27 ივლისისთვის.
შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-მა 2023 წლის 26 ივლისს წარმოადგინა კომისიაში თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა.
კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო კომისიის 2023 წლის 27 ივლისის სხდომაზე.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-1218, 06.07.2023).
2.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-1266,11.07.2023) თანდართული დოკუმენტაციით;
3.შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
4.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ მონაცემები.
5.შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/2445, 26.07.2023) თანდართული დოკუმენტაციით.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მქონე პირს.
2.შპს,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24-ს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გათვალისწინებული თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა 1 მაისამდე კომისიაში არ წარმოუდგენია.
3.2023 წლის 26 ივლისს შპს,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24-მა“ კომისიაში წარმოადგინა თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა (Nშ-23-6/2445) და სრულად აღმოფხვრა დარღვევა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1.,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი,„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ 2023 წლის 1 მაისამდე თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც წარმოადგენს კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა, რითაც კომპანიის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი დარღვევა, კომისია უფლებამოსილია, შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტ (თ.ხუხუნაიშვილი) შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
