წვდომის მენიუ

შპს „არტ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 46

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2023 23:27

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023

შპს „არტ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-144, 24/01/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება შპს„არტ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე,  მის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართვლოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N23-10-144, 24/01/2023) აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „არტ რადიო“-ს მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაუწყებელს კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე 2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული არ წარმოუდგენია.

2022 წლის 15 დეკემბერს კომისიამ წერილით (N გ-22-04/2986, 15/12/2022) მიმართა შპს „არტ რადიოს“ (ადრესატმა წერილის მიღება დაადასტურა 16 დეკემბერს) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს„არტ რადიოს“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს„არტ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 2 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „არტ რადიოს“ ეცნობა შეტყობინებით (Nგ-23-03/164,30/01/2023). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტმა გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, რომ შპს „არტ რადიოს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს კომისიის ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარმოდგენილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე (ფორმა 4.15) და არც ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა შპს„არტ რადიოს“ წარმომადგენელი, ირაკლი შატბერაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და განმარტა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში, ეს იყო მისი გასაკეთებელი და ვერ გააკეთა, რადგან არ ჰქონდა საამისოდ ტექნიკური საშუალება.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის   აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-144, 24/01/2023).

2. კომისიის წერილი (Nგ-22-04/2986,15/12/2022) გაგზავნილი შპს„არტ რადიოსთვის“ და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „არტ რადიოს“ შესახებ მონაცემები;

4.  შპს  „არტ რადიოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-23-03/164, 30/01/2023) კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

5. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტის გიორგი წიკლაურის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე.

6. შპს„არტ რადის“ წარმომადგენლის, ირაკლი შატბერაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე.

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს„არტ რადიო“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს (ლიცენზიის ნომერი: B52);

2. შპს„არტ რადიოს“ კომისიის ელექტრონული  პორტალის  საშუალებით სამაუწყებლო ბადე 2021 წლის თებერვლიდან არ წარმოუდგენია; ასევე, რადიომაუწყებელი ყოველკვირეულად არ აქვეყნებს მომდევნო კვირის  პროგრამების  განრიგს, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით (კომპანიის ვებგვერდი www.radiokubrik.ge);

3. „საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული  კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებულ/ლიცენზიის   მფლობელ   ყველა   პირს   და   ასევე   ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით; ამავე გადაწყვეტილების დანართი N1 ფორმა 4.15-ი (სამაუწყებლო ბადე) ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე;

4. შპს„არტ რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი–საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე  ტელემაუწყებლობის    ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს1) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება-აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა     და   ვალდებულებას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

5.   „მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონის    53-ე მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ   ძალადაკარგულად       ცნობისა   და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  ელექტრონულად შევსება და    კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

7.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს„არტ რადიოს“ მიერ სამაუწყებლო ბადის გამოუქვეყნებლობითა და კომისიის ელექტრონული პორტალის    საშუალებით წარმოუდგენლობით დარღვეულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) და „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს  მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, რომელიც ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე.

აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან,  რომ შპს„არტ რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ და „ს1“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის,   53-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე  98-ე და  99-ე    მუხლებისა    და    „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11თებერვლის N95/19გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  შპს „არტ რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 53-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  და  „კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე)   დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „არტ რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „არტ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „არტ რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64)  შპს„არტ  რადიოსთვის“  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე              თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები