შპს „სისტემა +“-ის (ს/კ 202455146) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ნიკა ბერუაშვილზე (პ/6 0101107 8174) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 471

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2023 14:38

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2023

შპს „სისტემა +“-ის (ს/კ 202455146) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ნიკა ბერუაშვილზე (პ/6 0101107 8174)  გასხვისებაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის  8 სექტემბერს  განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/2918 8.09.2023) მიმართა შპს „სისტემა +“-ის დირქტორმა მარიკა ბერუაშვილმა კომპანიის დამფუძნებლების მიერ წილის  100%-ის ფიზიკურ პირ ნიკა ბერუაშვილისათვის (პ/6 01011078174) გადაცემაზე  წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ  კომისიას  უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე  შესაძლო  გავლენის  მოხდენის  დადგენის მიზნით მიიღოს  გადაწყვეტილება  შერწყმის  ან  შეძენის  გამოკვლევის  თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „სისტემა +“-ი 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4     მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისიის  ავტორიზებული  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  ამონაწერის თანახმად, შპს „სისტემა +“-ის დამფუძნებლები არიან:

 

 

სახელი

 

გვარი

პირადი ნომერი

წილი

(%)

 

ნოდარ

მამადაშვილი

01013007496

50

 

დავით

ივანაშვილი

12001009238

50


კომპანია „სისტემა +“, მისი წილის   მფლობელები დავით ივანაშვილი და ნოდარ მამადაშვილი, ასევე, ფიზიკური პირი ნიკა ბერუაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან, ხოლო კომპანია „სისტემა+“-ის დირექტორი მარიკა ბერუაშვილი ფლობს 31%-იან წილს ავტორიზებულ პირ შპს „ალიანსი ტივიში“, შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულია (აფილირებული) შპს „ალიანსი ტივისთან“.

კომისიის   საერთო   სტატისტიკური   ბაზის   მონაცემების   თანახმად,   შპს „სისტემა +“   ოპერირებს ქ. თბილისში   და   ავტორიზებადი   საქმიანობიდან მიღებული    შემოსავალი, აბონენტების რაოდენობა და წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არის შემდეგი:

 

შპს "სისტემა +"

შემოსავალი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან

2022  წლის  იანვრიდან  2023  წლის  აგვისტოს  ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

 

274,964

აბონენტების       რაოდენობა       2023       წლის       აგვისტოს მდგომარეობით

 

628

აბონენტებისაგან     მიღებული     შემოსავლების     წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

0.24%

აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

0.19%


შპს “ალიანსი ტივის” გავლილი აქვს ავტორიზაცია მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების

ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4     მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისიის   საერთო   სტატისტიკური   ბაზის   მონაცემების   თანახმად,   შპს „ალიანსი  ტივი“  ოპერირებს  ქ.  თბილისში  და  ავტორიზებადი  საქმიანობიდან მიღებული აქვს შემოსავალი:

 

შპს "ალიანსი ტივი"

შემოსავალი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე)

 

 

165,694

აბონენტების რაოდენობა 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით

 

579

აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლის წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

0.14%

აბონენტების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

0.18%


კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   რეესტრიდან   ამონაწერის თანახმად,  შპს  „ალიანსი  ტივის“  დირექტორი  არის  ფიზიკური  პირი  დავით ბედიაშვილი, ხოლო მისი დამფუძნებლები არიან

 

 

სახელი

 

გვარი

პირადი ნომერი

 

წილი(%)

 

დავით

ბედიაშვილი

01012002862

16

 

თამაზ

ოთარაშვილი

01029002037

17

 

ნაირა

ეპიტაშვილი

1012023921

36

 

მარიკა

ბერუაშვილი

01012002762

31


„ალიანსი ტივის“ ერთერთი დამფუძნებელი თამაზ ოთარაშვილი ფლობს 100%-იან წილს ავტორიზებული პირ „ჯეო-ტივი“-ში, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულია (აფილირებული) შპს „ალიანსი ტივისთან“. შპს „ჯეო-ტივის“ ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის ტრანზიტზე და აღნიშნულ მომსახურებას აწვდის ქალაქ თბილისში.

ერთობლივად,  როგორც  აფილირებულ  პირებს  -  შპს  „სისტემა  +“  ,  შპს „ალიანსი ტივის“ და შპს „ჯეო-ტივის“ მაუწყებლიბის ტრანზიტის მომსახურებიდან შესაბამის გეოგრაფიულ არეალში (ქ. თბილისში) უკავიათ:

აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

0.41%

აბონენტების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

0.43%


ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირების დავით ივანაშვილი და ნოდარ მამადაშვილის მიერ შპს „სისტემა +“-ის წილის 100%-ის გადაცემა ფიზიკური პირი ნიკა ბერუაშვილისთვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „სისტემა +“-ის წილის 100%-ის ფიზიკური პირი ნიკა ბერუაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს  თანხმობა  შპს    „სისტემა  +“-ს  შპს    „სისტემა  +“-ის  წილის  100%-ის ფიზიკური პირი ნიკა ბერუაშვილს მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „სისტემა +“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სისტემა +“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისათვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები